რაგბი | უმცროსი „ბორჯღალოსნების“ სამწვრთნელო შტაბმა შოტლანდიასთან მეცხრე ადგილისთვის მატჩის შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT
19 ივლისს, 22:30 საათზე საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრები მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე მეცხრე ადგილისთვის მატჩში შოტლანდიას დაუპირისპირდება.
უმცროსი „ბორჯღალოსნების“ სამწვრთნელო შტაბმა ამ შეხვედრისთვის შემადგენლობა დაასახელა, რომელშიც რამდენიმე ცვლილებაა.
წლევანდელ მსოფლიო თასზე დებიუტი ექნება ფრთაზე მოთამაშე გიორგი ბოლქვაძეს, მგეზავის პოზიციაზე ბრუნდება თემურ ძოძუაშვილი. ხაზის დანარჩენმა მორაგბეებმა პოზიციები შეინარჩუნეს. 9 ნომერი გიორგი სპანდერაშვილი იქნება, ცენტრში მწვრთნელებმა არჩევანი ნუგზარ ქევხიშვილისა და დათა ახვლედიანი წყვილზე გააკეთეს. ფულბეკად – ლუკა თაყაიშვილი, ხოლო მეორე ფრთაზე ლუკა კეშელავა ითამაშებს.
რაც შეეხება მეტოქეს – შოტლანდიამ, რომელიც ჩემპიონატს წელს დაუბრუნდა, ჯგუფურ ეტაპზე სამივე შეხვედრა დათმო – ინგლისთან 19:56, ავსტრალიასთან 24:34 და სამხრეთ აფრიკასთან 14:73. მათ მე-9 ადგილის ნახევარფინალში ირლანდიას დაძაბულ მატჩში 22:21 სძლიეს და საქართველოსთან თამაშის უფლება მოიპოვეს.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
ხაზი: 15. ლუკა თაყაიშვილი („ხვამლი“), 14. გიორგი ბოლქვაძე („ლელო“), 13. დათა ახვლედიანი („ლელო“), 12. ნუგზარ ქევხიშვილი („ლელო“), 11. ლუკა კეშელავა („არმია“), 10. თემურ ძოძუაშვილი („აია“), 9. გიორგი სპანდერაშვილი („შავი ლომი“);
შერკინება: 1. გიორგი ტურაშვილი („იფსვიჩი“), 2. შოთა ხელაძე („ლელო“, კაპ.), 3. მათე ღურწკაია („კასტრი“), 4. დავით ბარამია („ტულონი“), 5. გაგი მარგველაშვილი („რასინგი“), 6. ნიკა აბესაძე („ლელო“), 7. ლუკა ნარსია („აია“), 8. მიხეილ შიოშვილი („ტულონი“).
მარქაფა: 16. დავით არჩვაძე („ლელო“), 17. გიორგი მესხიძე („პერპინიანი“), 18. გიორგი ძაგანია („ნარბონი“), 19. ნიკოლოზ ჩხორთოლია („მონპელიე“), 20. გიორგი არძენაძე („ბათუმი“); 21. დაჩი წიკლაური („ხვამლი“), 22. გიგი სირბილაძე („ლელო“), 23. სანდრო მესხიძე („არმია“).