რაგბი | უმცროსი „ბორჯღალოსნების“ სამწვრთნელო შტაბმა სამხრეთ აფრიკასთან მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT
რაგბი | უმცროსი „ბორჯღალოსნების“ სამწვრთნელო შტაბმა სამხრეთ აფრიკასთან მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT

საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრები ზაფხულში გასამართი მსოფლიო თასისთვის ემზადება. უმცროსი „ბორჯღალოსნები“ სამხრთ აფრიკის ნაკრებთან ორ ტესტმატჩს გამართავენ – 23 თებერვალს, 16:00 საათზე „ავჭალაზე“, ხოლო 28 თებერვალს, 15:00 საათზე „ლელო არენაზე“.

ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა შემადგენლობა დაასახელა. მწვრთნელების გადაწყვეტილებით, პირველ, გასახურებელ მატჩში შეკრებაზე მყოფი თითქმის ყველა მოთამაშე მიიღებს მონაწილეობას.

ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ლადო კილასონიას ამ მეთოდისთვის ადრეც არაერთხელ მიუმართავს. სეზონის პირველ მატჩში ის მაქსიმალური ოდენობის მოთამაშეს აძლევს თავის გამოჩენის შესაძლებლობას, რათა მთავარი ტურნირისთვის სელექცია გაუმარტივდეს.

საქართველოს ნაკრები:

ხაზი: 15. ანდრია ნიქაბაძე („წიქარა“), 14. გივი სოსელია („ხვამლი“), 13. დათა ახვლედიანი („ლელო“), 12. დავით ბარბაქაძე („არმია“), 11. გიორგი ბოლქვაძე („ლელო“), 10. გიგი სირბილაძე („ლელო“), 9. დავით წიკლაური („ხვამლი“);

შერკინება: 1. გიორგი ტურაშვილი („იფსვიჩი“), 2. შოთა ხელაძე („ლელო“), 3. გიორგი კაკალიაშვილი („ვალო“), 4. ნიკოლოზ ჩხორთოლია („მონპელიე“), 5. გაგა მარგველაშვილი („რასინგი“), 6. საბა ლაღაძე („აია“), 7. ნიკა აბესაძე („ლელო“), 8. მიხეილ შიოშვილი („ტულონი“).

მარქაფა: 16. ბექა ნეფარიძე („ხვამლი“), 17. ნიკოლოზ ოლქიშვილი („ლელო“), 18. ნიკოლოზ კოროხაშვილი („ლელო“), 19. ლევან კეპულაძე („ბორდო“), 20. გიორგი ხუროშვილი („ლელო“), 21. გიორგი სპანდერაშვილი („ლელო“), 22. ბუბა ნოზაძე („ბათუმი“), 23. სანდრო სესიაშვილი („არმია“); 24. არჩილ ნოზაძე („აჟენი“), 25. ანრი შველიძე („ბრივი“), 26. ირაკლი უსუბიანი („სურენსი“), 27. გიორგი ძაგანია („ნარბონი“), 28. გიორგი მესხიძე („პერპინიანი“), 29. თემურ წულუკიძე („ოიონა“), 30. ანდრო დვალი („პერპინიანი“), 31. დავით ბარამია („ტულონი“), 36. გიგა ყიფშიძე („ხვამლი“), 37. ნუგზარ ქევხიშვილი („ლელო“), 38. გიორგი ჯაში („არმია“), 39. ლეონიდე სალდაძე („ლოკომოტივი“), 40. ლუკა კეშელავა („არმია“), 41. ლუკა თაყაიშვილი („ხვამლი“).