რაგბი | უმცროსი „ბორჯღალოსნები“ საერთაშორისო სერიის მეორე მატჩს სამხრეთ აფრიკის A ნაკრებთან გამართავენ #1TVSPORT

15:22, 10.08.2026

საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე საერთაშორისო სერიის მეორე მატჩს 11 აგვისტოს სამხრეთ აფრიკის A ნაკრებთან გამართავს – შეხვედრა თბილისის დროით 13:30 საათზე დაიწყება.

საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა (მთავარი მწვრთნელი გიორგი ნემსაძე) მასპინძლებთან მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა, რომელშიც პირველი მატჩის შემდეგ ათი ცვლილება განხორციელდა.

ხაზში ადგილი შეინარჩუნეს რეზი ცხვედიანმა და ალექსანდრე მამაიაშვილმა – ცხვედიანი ამჯერად ფულბეკად ითამაშებს, მამაიაშვილი კი ცენტრში დაიკავებს ადგილს. შერკინების ხაზში ზედიზედ მეორე თამაშს იწყებენ ნიკოლოზ ხარებავა, გიორგი ქევანიშვილი და მათე ბერუაშვილი, რომელმაც შერკინების შემკვრელად გადაინაცვლა. მარქაფიდან დაწინაურდნენ ლუკა ბარბაქაძე, საბა გოგრიჭიანი, იაგო ღუდუშაური, საბა გიორგიძე და გიორგი სუთიაშვილი.

ერთი ახალი მოთამაშეა სათადარიგოთა შორის – სამხრეთ აფრიკასთან ვერ ითამაშებს ლუკა შულაია, რომლის ნაცვლადაც გუნდს ლუკა მგალობლიშვილი შეუერთდა.

პირველ ტურში საქართველოს ნაკრებმა ინგლისს ხუთი ლელო დაუდო, მაგრამ საბოლოოდ 33:66 დამარცხდა, ხოლო სამხრეთ აფრიკის A ნაკრებმა დაძაბულ შეხვედრაში ირლანდიას 32:31 აჯობა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

ხაზი: 15. რეზი ცხვედიანი, 14. ლუკა მუშკუდიანი, 13. ალექსანდრე მამაიაშვილი, 12. გოგა ბერიძე, 11. ბართლომე ხამაშურიძე, 10. ნიკოლოზ ჩაჩანიძე, 9. ალექსანდრე გაგუა;

შერკინება: 1. ლუკა ბარბაქაძე, 2. საბა გოგრიჭიანი, 3. იაგო ღუდუშაური, 4. საბა გიორგიძე, 5. ნიკოლოზ ხარებავა, 6. გიორგი ქევანიშვილი, 7. გიორგი სუთიაშვილი, 8. მათე ბერუაშვილი (კაპ.).

სათადარიგოები: 16. ალექსანდრე გამყრელიძე, 17. საბა მერებაშვილი, 18. გიორგი ბერძენიშვილი, 19. ნიკოლოზ ფანცულაია, 20. ნიკა ჯანგულაშვილი; 21. გიორგი ხონელიძე, 22. მათე მახარაძე, 23. მიხეილ მგალობლიშვილი; 24. დავით ახვლედიანი, 25. ლუკა ჭაკუა, 26. ლუკა მგალობლიშვილი.

საერთაშორისო სერიის მესამე მატჩს უმცროსი „ბორჯღალოსნები“ 15 აგვისტოს ირლანდიასთან (15:30) გამართვენ.

მსგავსი