რაგბი - უელსის მწვრთნელი მსოფლიოს ჩემპიონატიდან სამშობლოში გააბრუნეს | იაპონია 2019
რაგბი - უელსის მწვრთნელი მსოფლიოს ჩემპიონატიდან სამშობლოში გააბრუნეს | იაპონია 2019

უელსის რაგბის ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი მწვრთნელი რობ ჰაული მსოფლიოს ჩემპიონატიდან სამშობლოში გააბრუნეს, რისი მიზეზიც მის მიერ მსოფლიო რაგბის რეგულაციების დარღვევა გახდა. კერძოდ, საქმე ეხება ფსონის დადებისა და ანტიკორუფციულ რეგულაციებს.

როგორც ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაცია (BBC) იუწყება, საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ მსოფლიოს ჩემპიონატის გახსნითი მატჩის წინ 48 წლის ჰაულის დაკარგვა უელსის ნაკრებისთვის საკმაოდ დიდი დარტყმაა.

უელსის რაგბის კავშირის განცხადებით, ჰაული უკვე სამშობლოშია და გამოძიებასთან თანამშრომლობს, მის შემცვლელად კი იაპონიაში სტივენ ჯონსი იქნა გაგზავნილი.

შეგახსენებთ, რომ მატჩი უელსისა და საქართველოს ნაკრებებს შორის 23 სექტემბერს გაიმართება და მის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.