რაგბი | თედო აბჟანდაძემ „ორიაკთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა #1TVSPORT
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების წევრმა, თედო აბჟანდაძემ საფრანგეთის რანგით მეორე დივიზიონის (PRO D2) კლუბ „ორიაკთან“ ახალი კონტრაქტი გააფორმა – ინფორმაციას ფრანგული კლუბის ვებგვერდი ავრცელებს.
აბაჟანდაძე ფრანგულ კლუბში კიდევ ორი წელი დარჩება – ახალი ხელშეკრულება ძალაში 2028 წლის ზაფხულამდეა.
26 წლის აბჟანდაძე „ორიაკის“ ღირსებას 2024 წლიდან იცავს და ამ პერდიოდში გუნდს 200 ქულა მოუტანა, მის ანგარიშზე სამი ლელო, 41 საჯარიმო და 31 გარდასახვაა (მიმდინარე სეზონში – 1 ლელო, 17 საჯარიმო და 14 გარდასახვა).
აბჟანდაძის გარდა, „ორიაკში“ დაჩი პაპუნაშვილი, ლუკა ნიორაძე, ბასა ხონელიძე, გიორგი ქართველიშვილი, ირაკლი მჭედლიძე, მირიან ბურდული, ნიკოლოზ ბალანჩივაძე და ალექსანდრე ბურდული თამაშობენ.