რაგბი | თავდაცვის ძალების მსოფლიო ჩემპიონატზე ქართულმა არმიამ ესპანეთი 87:0 დაამარცხა #1TVSPORT
რაგბი | თავდაცვის ძალების მსოფლიო ჩემპიონატზე ქართულმა არმიამ ესპანეთი 87:0 დაამარცხა #1TVSPORT

თავდაცვის მსოფლიო ჩემპიონატს რაგბიში საფრანგეთი მასპინძლობს.  ჩვენი არმიის მორაგბეთა ნაკრებმა პირველი მატჩი ესპანეთის თავდაცვის ძალების ეროვნულ გუნდთან გამართა და გამანადგურებელი ანგარიშით გაიმარჯვა – 87:0.

რაგბის მსოფლიო სამხედრო ჩემპიონატი საფრანგეთში 16 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით ბრეტანის რეგიონში გაიმართება და ტურნირში 12 ქვეყნის გუნდი მონაწილეობს: საქართველო, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, ავსტრალია, ესპანეთი, ირლანდია, იაპონია, ნიდერლანდები, ახალი ზელანდია, ტონგა, უზბეკეთი და ფიჯი. ქართული არმიის ნაკრები მომდევნო მატჩს დიდ ბრიტანეთთან გამართავს.

რაგბის სამხედრო მსოფლიო ჩემპიონატი მეოთხედ ტარდება, საქართველოს თავდაცვის ძალების ნაკრები კი ტურნირში მესამედ მონაწილეობს.