რაგბი | სიახლეები ნახევარფინალისთვის - რუმინეთთან მატჩისთვის რიჩარდ კოკერილმა გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT
რაგბი | სიახლეები ნახევარფინალისთვის - რუმინეთთან მატჩისთვის რიჩარდ კოკერილმა გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT

2 მარტს, 15:00 საათზე „ავჭალის“ სტადიონზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში რუმინეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. „ბორჯღალოსნების“ მთავარმა მწვრთნელმა, რიჩარდ კოკერილმა გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა, რომელშც 34 მორაგბეა, მათ შორის, 19 მორკინალი და 15 ხაზის მოთამაშე.

გაფართოებულ შემადგენლობაში სამი ისეთი მოთამაშეა, რომლებიც წელს სანაკრებო შეკრებაზე ჯერ არ ყოფილან. ესენი არიან: „კლერმონის“ ბურჯი გიორგი ახალაძე, „ლა როშელის“ კვაჭი ნიკოლოზ სუთიძე და „ბრივის“ ცენტრი გიორგი შველიძე. დისკვალიფიკაცია მოიხადა და კვლავ გუნდთან ერთადაა ბექა გორგაძე.

საქართველოს ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა:

შერკინება: ნიკა აბულაძე („მონპელიე“), გიორგი ახალაძე („კლერმონი“), გიორგი მამაიაშვილი („გრენობლი“); ვანო კარკაძე („მონპელიე“), ნიკოლოზ სუთიძე („ლა როშელი“), ირაკლი ქვათაძე („შავი ლომი“); ირაკლი აფციაური („ლიონი“), ლუკა ჯაფარიძე („მონპელიე“), ბაჩუკი ჭუმბაძე („შავი ლომი“), მიხეილ ბაბუნაშვილი („შავი ლომი“), ლადო ჩაჩანიძე („შავი ლომი“), გიორგი ჯავახია („გრენობლი“), გურამ ღანიაშვილი („შავი ლომი“), ლუკა ივანიშვილი („შავი ლომი“), ბექა საღინაძე („ლიონი“), ბექა გორგაძე („პო“), გიორგი ცუცქირიძე („შავი ლომი“), ილია სპანდერაშვილი („ვალანსი“), ბექა შვანგირაძე („ლიონი“);

ხაზი: ვასილ ლობჟანიძე („ოიონა“), გელა აფრასიძე („პერპინიანი“), მიხეილ ალანია („ორიაკი“); ლუკა მატკავა („შავი ლომი“), ლუკა ცირეკიძე („შავი ლომი“), გიორგი კვესელაძე („გრენობლი“), დემურ თაფლაძე („შავი ლომი“), თორნიკე კახოიძე („შავი ლომი“), გიორგი შველიძე („ბრივი“), სანდრო თოდუა („შავი ლომი“), შალვა აფციაური („შავი ლომი“), აკაკი ტაბუცაძე („შავი ლომი“), ამირან შვანგირაძე („შავი ლომი“), დავით ნინიაშვილი („ლიონი“), დაჩი პაპუნაშვილი („ორიაკი“).