რაგბი | შოტლანდიური ტურნეს მეორე მატჩისთვის „შავი ლომის“ სამწვრთნელო შტაბმა შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT

21:48, 21.05.2025

„შავი ლომი“ შოტლანდიაში იმყოფება, სადაც 22 მაისს „სკოტსთოუნზე“ „გლაზგო უორიორსის“ მეორე გუნდთან ტესტმატჩს გამარავს. შეხვედრა თბილისის დროით 18:30 საათზე დაიწყება.

ამ მატჩისთვის გუნდის სამწვრთნელო შტაბმა შემადგენლობა დაასახელა. მხარეების შეთნხმებით, თამაშში შეცვლები შეუზღუდავი იქნება და მონაწილეობას შეკრებაზე მყოფი ყველა მორაგბე მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ შოტლანდიაში „შავმა ლომმა“ ერთი შეხვედრა გამართა – რიჩარდ კოკერილის შეგირდებმა „ედინბურგი A“ 47:33 დაამარცხეს. ქართველთაგან ლელოები ბაჩუკი ჭუმბაძემ, აკაკი ტაბუცაძემ (2), ზაურ ლუტიძემ, ირაკლი ქვათაძემ, შალვა აფციაურმა და ამირან შვანგირაძემ გაიტანეს.

„შავი ლომის“ შემადგენლობა:

ხაზი: 15. ოთარ მეტრეველი, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. ალექსანდრე თოდუა, 12. დემურ თაფლაძე, 11. შალვა აფციაური, 10. ლუკა ცირეკიძე, 9. თენგიზ პერანიძე;

შერკინება: 1. დავით აბდუშელიშვილი, 2. ირაკლი ქვათაძე, 3. ბაჩუკი ჭუმბაძე, 4. მიხეილ ბაბუნაშვილი, 5. ვლადიმერ ჩაჩანიძე, 6. ლუკა ივანიშვილი (კაპ.), 7. გიორგი კერვალიშვილი, 8. გიორგი სინაურიძე.

მარქაფა: ნიკოლოზ ხატიაშვილი, ვასილ კაკოვინი, თენგიზ ზამთარაძე, შალვა მამუკაშვილი, თამაზ ჭამიაშვილი, კახაბერ დარბაიძე, დემურ ეფრემიძე, გიორგი ნიკოლაძე, გუგა ღანიაშვილი, ნოდარ დოლიძე, დავით ხუროშვილი, გიორგი ბაბუნაშვილი, გელა ხელაძე, ამირან შვანგირაძე, ზაურ ლუტიძე.

მსგავსი