რაგბი | შოტლანდიასთან მატჩამდე საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები შემადენლობაში ცვლილებები მოხდა #1TVSPORT
რაგბი | შოტლანდიასთან მატჩამდე საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები შემადენლობაში ცვლილებები მოხდა #1TVSPORT

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები 19 ივლისს, 22:30 საათზე შოტლანდიას მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის მე-9 ადგილისთვის ეთამაშება. ამ შეხვედრისთივს  მწვრთნელების მიერ დასახელებულ შემადგენლობაში ცვლილებები განხორციელდა.

ფულბეკის პოზიციაზე ლუკა თაყაიშვილის ნაცვლად გიორგი ბოლქვაძე ითამაშებს, მის ადგილს ფრთაზე ლუკა კეშელავა დაიკავებს, მეორე ფრთაზე კი სანდრო მესხიძე იქნება, რომელიც მანამდე სათადარიგოთა შორის იყო. მარქაფაში მესხიძის ადგილს სანდრო სესიაშვილი დაიკავებს.

ხაზი: 15. გიორგი ბოლქვაძე („ლელო“),14. ლუკა კეშელავა („არმია“),13. დათა ახვლედიანი („ლელო“), 12. ნუგზარ ქევხიშვილი („ლელო“), 11. სანდრო მესხიძე („არმია“), 10. თემურ ძოძუაშვილი („აია“), 9. გიორგი სპანდერაშვილი („შავი ლომი“);

შერკინება: 1. გიორგი ტურაშვილი („იფსვიჩი“), 2. შოთა ხელაძე („ლელო“, კაპ.), 3. მათე ღურწკაია („კასტრი“), 4. დავით ბარამია („ტულონი“), 5. გაგი მარგველაშვილი („რასინგი“), 6. ნიკა აბესაძე („ლელო“), 7. ლუკა ნარსია („აია“), 8. მიხეილ შიოშვილი („ტულონი“).

სათადარიგოები: 16. დავით არჩვაძე („ლელო“), 17. გიორგი მესხიძე („პერპინიანი“), 18. გიორგი ძაგანია („ნარბონი“), 19. ნიკოლოზ ჩხორთოლია („მონპელიე“), 20. გიორგი არძენაძე („ბათუმი“); 21. დაჩი წიკლაური („ხვამლი“), 22. გიგი სირბილაძე („ლელო“), 23. სანდრო სესიაშვილი („არმია“).