რაგბი შესაძლოა სამუდამოდ შეიცვალოს - მსოფლიო რაგბის მამები ახალ ტურნირზე ბჭობენ
რაგბი შესაძლოა სამუდამოდ შეიცვალოს - მსოფლიო რაგბის მამები ახალ ტურნირზე ბჭობენ

საერთაშორისო რაგბი მალე შესაძლოა სამუდამოდ შეიცვალოს, რადგან მსოფლიო რაგბის მამები „მსოფლიო ლიგის“ ჩამოყალიბებას გეგმავენ.

პირველი რანგის ქვეყნების რაგბის კავშირების ხელმძღვანელები ერთმანეთს სამშაბათს დილით, ლოს ანჯელესში გამართულ მსოფლიო რაგბის სამიტზე შეხვდნენ და განხილვის მთავარ თემას სწორედ „მსოფლიო ლიგა“ წარმოადგენდა.

შეთავაზებული იდეა, რომლის მთავარი ინიციატორიც „მსოფლიო რაგბის“ ვიცე-პრეზიდენტი აგუსტინ პიშოა საპლეიოფო სისტემის ტურნირს ითვალისწინებს, რომელშიც სამხრეთ და ჩრდილოეთ ნახევარსფეროს წამყვანი ქვეყნები ითამაშებენ.  ტურნირი ორ დივიზიონად დაიყოფა და რა თქმა უნდა დაწინაურება/დაქვეითების სისტემასაც გაითვალისწინებს. აღნიშნული კი სავარაუდოდ მეორე რანგის ქვეყნებს განვითარების უკეთესი შანსს მისცემს.

შეხვედრის საბოლოო შედეგი ჯერჯერობით არ გახმაურებულა და ის შესაძლოა რაგბის განვითარებაში გადამწყვეტი გამოდგეს.

„მოცემულ მომენტში საერთაშორისო დონეზე ჩატარებული თამაშების 56% ამხანაგურია და ჩვენ ამის შეცვლა გვსურს“, – განაცხადა „მსოფლიო რაგბის“ თავკაცმა ბრეტ გოსპერმა.

არსებობს მოლოდინი, რომ „მსოფლიო ლიგა“ სამხრეთ ნახევარსფეროში გამართულ „ზე-რაგბის“ ხელს არ შეუშლის, მაგრამ ტურნირის საბოლოო მიმართულება 2020 წლის ბოლოსკენ გახდება ცნობილი. საგულისხმოა, რომ სწორედ ამ დროს მთავრდება ტელევიზიებსა და „მსოფლიო რაგბის“ შორის გაფორმებული სამაუწყებლო ხელშეკრულებებიც.