რაგბი | „შავმა ლომმა“ „ტოიოტა ჩელენჯის“ დასვნით მატჩში „ტოიტა ჩიტასთან“ დამარცხდა #1TVSPORT
„შავმა ლომმა“ სამხრეთაფრიკულ ტურნეში მესამე მატჩი მასპინძელ „ტოიოტა ჩიტასთან“ გამართა და 31:47 დამარცხდა.
პირველი ლელო მასპინძლებმა მატჩის დასაწყისშივე დადეს და 7:0 დაწინაურდნენ. „შავი ლომმა“ ანგარიში მალე გაათანაბრა – გიორგი სინაურიძის მიერ დადებული ლელო ლუკა ცირეკიძემ გარდასახა, შემდეგ კი საჯარიმო დარტყმაც ზუსტად შეასრულა – 10:7. კიდევ ერთი ლელო რომა მახათაძემ დადო, გარდასახვის შესარულებისას ცირეკიძე კვლავ ზუსტი იყო და ტაიმი ქართველმა მორაგბეებმა 17:7 მოიგეს.
მეორე ტაიმი „შავმა ლომმა“ გარდასახული ლელოთი (აბდუშელშვილი, ცირეკიძე) დაიწყო და სხვაობა კიდევ უფრო გაზარდა.
მატჩის დასკვნით 20 წუთი ქართულმა გუნდმა კაცნაკლულმა ჩაატარა – არბიტრმა მოედნიდან ჯერ გუნდის კაპიტანი მიხეილ ბაბუნაშვილი გააძევა, ცატა ხანში კი კიდევ ერთი ჩვენი მორაგბე სინბინში გაუშვა.
მასპინძლებმა რიცხვობრივი უპირატესობით კარგად ისარგებლეს – ჯერ სხვაობა შეამცირეს, შემდეგ კი კიდევ ხუთი ლელო დადეს, რასაც „შავმა ლომმა“ თორნიკე კახოიძის ლელოთი უპასუხა (ცირეკიძე ამჯერადაც ზუსტი იყო) და საბოლოო შედეგი დააფიქსირა – 47:31 „ჩიტასის“ სასარგებლოდ.