რაგბი | „შავმა ლომმა“ „თელ ავივ ჰითი“ სტუმრად დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა #1TVSPORT
რაგბი | „შავმა ლომმა“ „თელ ავივ ჰითი“ სტუმრად დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა #1TVSPORT

კვიპროსის ქალაქ ლიმასოლში, რაგბის ევროპის სუპერთასის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში „შავი ლომი“ „თელ ავივ ჰითს“ დაუპირისპირდა და 29:27 მოუგო.

„შავმა ლომმა“ თამაში აქტიურად დაიწყო და პირველი ტაიმი მაღალ დონეზე ჩაატარა, სამი ლელოს დადება მოახერხა, ამას გარდა ლუკა მატკავამ ორი ზუსტი ჯარიმა შეასრულა, რასაც მეტოქემ მხოლოდ ორი ჯარიმით უპასუხა და ტაიმი „შავმა“ ლომმა“ 17-ქულიანი უპირატესობით მოიგო – 23:6.

აღსანიშნავია, რომ ლიმასოლში კოკისპირულად წვიმდა და თამაშის გაგრძელება სათუო გახდა. უამინდობის გამო შესვენება საკმაო ხანი გაგრძელდა, ამან კი, როგორც აღმოჩნდა, „ჰითის“ მორაგბეებზე უკეთესად იმოქმედა და მეორე ტაიმმა მათი სრული უპირატესობით ჩაიარა, რაც ანგარიშშიც აისახა – 17-ქულიანი უპირატესობა ორ ქულამდე შემცირდა. თუმცა ქართველმა მორაგბეებმა ბოლო წუთებში მეტოქის წნეხს გაუძლეს და ჯგუფური ეტაპი სამი მოგებითა და პირველი ადგილით დაასრულეს.


„თელ ავივ ჰითი“ – „შავი ლომი“ 27:29


ლელო: ივანიშვილი, აფციაური, ტაბუცაძე

გარდასახვა: მატკავა

ჯარიმა: მატკავა (4)