რაგბი | „შავმა ლომმა“ „თბილისის თასზე“ პირველი მატჩი გამართა #1TVSPORT
„თბილისის თასზე“ „შავმა ლომმა“ პირველი მატჩი სამხრეთაფრიკულ „გრიქასთან“ გამართა და 15:21 დამარცხდა.
პირველი ტაიმის ბოლოს სტუმრები გარდასახული ლელოთი დაწინაურდდნენ, მაგრამ თორნიკე კახოიძემ ტაიმის დასრულებამდე ორი წუთით ადრე მოახერხა ლელოს დადება, რომელიც ლუკა ცირეკიძემ გარდასახა და პირველი ნახევარი 7:7 დასრულდა.
მეორე ტაიმის დასაწყისში „გრიქასი“ კაცნაკლული დარჩა, რითიც „შავმა ლომმა“ მალე ისარგებლა და ჯერ აკაკი ტაბუცაძემ დადო ლელო, ხოლო შემდეგ ლუკა ცირეკიძემ საჯარიმო შესარულა ზუსტად და ქართული გუნდი 15:7 დაწინაურდა.
სტუმრები შეტევაში გააქტიურდნენ და ლელოთი და გარდასახვით სხვაობა მინიმუმამდე შეამცირეს – 15:14.
„შავმა ლომმა“ უპირატესობის შენარჩუნება ვერ მოახერხა – მატჩის დასრულებამდე ორი წუთით ადრე სამხრეთაფრიკელებმა კიდევ ერთი ლელო დადეს, რომელიც ზუსტად გარდასახეს და საბოლოოდ 21:15 მოიგეს.
„თბილისის თასზე“ კიდევ ორი თამაში გაიმართა – „ჩიტასმა“ „ლუზიტანუში“ 38:26 დაამარცხა, ხოლო „აირლინკ პუმასმა“ „იბერიანსს“ 64:21 სძლია.
მეორე ტურის მატჩები 29 სექტემბერს გაიმართება:
14:00 | „ჩიტასი“ – „იბერიანსი“;
17:00 | „შავი ლომი“ – „პუმასი“;
20:00 | „გრიქასი“ – „ლუზიტანუში“.