რაგბი | „შავმა ლომმა“ შოტლანდიურ ტურნეში მეორე თამაშიც მოიგო #1TVSPORT
რაგბი | „შავმა ლომმა“ შოტლანდიურ ტურნეში მეორე თამაშიც მოიგო #1TVSPORT

„შავმა ლომმა“ შოტლანდიურ ტურნეში მეორე მატჩი „გლაზგო უორიორსის“ მეორე გუნდთან გამართა და 26:14 მოიგო.

გლაზგოელებთან გუნდის ვეტერანებმა, ალექსანდრე თოდუამ და შალვა მამუკაშვილმა ორ-ორი ლელო დადეს, გარდასახვები კი ლუკა ცირეკიძემ შეასრულა.

„გლაზგო უორიორსთან“ მატჩში ტურნეში მყოფმა ყველა მოთამაშემ მიიღო მონაწილეობა.

შეგახსენებთ, რომ „შავმა ლომმა“ პირველ შეხვედრაში „ედინბურგი A“ 47:33 დაამარცხა. იმ მატჩში ქართველთაგან ლელოები ბაჩუკი ჭუმბაძემ, აკაკი ტაბუცაძემ (2), ზაურ ლუტიძემ, ირაკლი ქვათაძემ, შალვა აფციაურმა და ამირან შვანგირაძემ დადეს.


„გლაზგო უორიორსი A“ (შოტლანდია) – „შავი ლომი“ 14:26


შავი ლომი

ხაზი: 15. ოთარ მეტრეველი, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. ალექსანდრე თოდუა, 12. დემურ თაფლაძე, 11. შალვა აფციაური, 10. ლუკა ცირეკიძე, 9. თენგიზ პერანიძე;

შერკინება: 1. დათო აბდუშელიშვილი, 2. ირაკლი ქვათაძე, 3. ბაჩუკი ჭუმბაძე, 4. მიხეილ ბაბუნაშვილი, 5. ვლადიმერ ჩაჩანიძე, 6. ლუკა ივანიშვილი (კაპ.), 7. გიორგი კერვალიშვილი, 8. გიორგი სინაურიძე.

მარქაფა: ნიკოლოზ ხატიაშვილი, ვასილ კაკოვინი, თენგიზ ზამთარაძე, შალვა მამუკაშვილი, თამაზ ჭამიაშვილი, კახაბერ დარბაიძე, დემურ ეფრემიძე, გიორგი ნიკოლაძე, გუგა ღანიაშვილი; ნოდარ დოლიძე, დავით ხუროშვილი, გიორგი ბაბუნაშვილი, გელა ხელაძე, ამირან შვანგირაძე, ზაურ ლუტიძე.