რაგბი | „შავმა ლომმა“ „კლერმონთან“ მატჩამდე კაპიტნის ვარჯიში ჩაატარა #1TVSPORT
რაგბი | „შავმა ლომმა“ „კლერმონთან“ მატჩამდე კაპიტნის ვარჯიში ჩაატარა #1TVSPORT

20 იანვარს „შავი ლომი“ ჩელენჯ თასის გათამაშების ბოლო ტურის მატჩს გამართავს ფრანგული „კლერმონის“ წინააღმდეგ. შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 17:00 საათზე დაიწყება.

19 იანვარს გუნდმა „მიხეილ მესხზე“ კაპიტნის ვარჯიში ჩაატარა, რომელსაც საქართველოს ნაკრებისა და „შავის ლომის“ ახლად დანიშნული ინგლისელი მთავარი მწვრთნელი – რიჩარდ კოკერილიც ადევნებდა თვალს.

შეგახსენებთ, რომ ჩელენჯ თასის სადებიუტო გათამაშებაში „შავმა ლომმა“ სამი თამაში  ჩაატარა, რომელთაგან ორი წააგო, ერთი მოიგო და „კლერმონთან“ წარმატების შემთხვევაში ჯგუფიდან გასვლის შანსს ინარჩუნებს.