რაგბი | „შავმა ლომმა“ იტალიურ ტურნეში პირველი მატჩი „ძებრე პარმასთან“ გამართა #1TVSPORT
„შავმა ლომმა“ იტალიურ ტურნეში პირველი ამხანაგური მატჩი ადგილობრივ კლუბთან, „ძებრე პარმასთან“ გამართა და 12:26 დამარცხდა.
მატჩის დასაწყისში „შავი ლომი“ საჯარიმო ლელოთი 7:0 დაწინაურდა, მაგრამ იტალიელებმა ორი წუთში სხვაობა შეამცირეს, ტაიმის ბოლომდე კი კიდევ ორი გარდასახული ლელო დადეს და პირველი ნახევარი 19:7 მოიგეს.
მეორე ტაიმში გუნდებმა თითო ლელო მიითვალეს, ქართველებიდან თავი ირაკლი ქვათაძემ გამოიჩინა, ლუკა ცირეკიძემ გარდასახვა არაზუსტად დაარტყა და საბოლოოდ „შავი ლომი“ 12:26 დამარცხდა.
იტალურ ტურნეში მომდევნო მატჩს „შავი ლომი“ 12 სექტემბერს „ბენეტონთან“ ჩაატარებს.