რაგბი | „შავმა ლომმა“ ინგლისის ჩემპიონთან მოსამზადებელი მატჩი გამართა #1TVSPORT

00:29, 19.09.2026

„შავმა ლომმა“ ინგლისის ჩემპიონ „ნორთჰემპტონთან“ მოსამზადებელი მატჩი გამართა და 10:93 დამარცხდა.

ქართველმა მორაგბეებმა მეტოქის ჩათვლის მოედანში ორი ლელოს დადება მოახერხეს, საკუთარში კი 15 მიიღეს და საბოლოოდ დიდი ანგარიშით წააგეს.

ჩელენჯ თასის გათამაშებისთვის მზადებას ქართული გუნდი საქართველოში გააგრძელებს, „თბილისის თასზე“ ითამაშებს და სამხრეთაფრიკულ გუნდებთან სამ მატჩს გამართავს.

„თბილისის თასის“ განრიგი:

24 სექტემბერი

14:00  – „პუმასი“ – „იბერიანსი“

17:00 – „ჩიტასი“ – „ლუზიტანუში“

20:00 – „შავი ლომი“ – „გრიქასი“

29 სექტემბერი

14:00 „ჩიტასი“ – „იბერიანსი“

17:00 – „შავი ლომი“ – „პუმასი“

20:00 – „გრიქასი“ – „ლუზიტანუში“

4 ოქტომბერი

14:00 – „პუმასი“ – „ლუზიტანუში“

17:00 – „გრიქასი“ – „იბერიანსი“

20:00 – „შავი ლომი“ – „ჩიტასი“

მსგავსი