რაგბი | „შავმა ლომმა“ ჩელენჯ თასზე პირველი მატჩი „მონპელიესთან“ გამართა #1TVSPORT
რაგბი | „შავმა ლომმა“ ჩელენჯ თასზე პირველი მატჩი „მონპელიესთან“ გამართა #1TVSPORT

„შავმა ლომმა“ ჩელენჯ თასის მესამე სეზონი თბილისში „მონპელიესთან“ მატჩით გახსნა და, პირველის ტაიმის 13:0 მოგების მიუხედავად, შეხვედრა 13:24  დათმო.


„შავი ლომი“ – „მონპელიე“ 13:24


„შავი ლომი“

ლელო: ტაბუცაძე

გარდასახვა: ცირეკიძე

ჯარიმა: ცირეკიძე (2)

„მონპელიე“

ლელო: უელესე, ტოლოფუა, საჯარიმო ლელო, დარმონი.

გარდასახვა: ჰოგი

„მონპელიემ“ თამაში მაღალ ტემპში დაიწყო და თავიდანვე შეეცადა ლელოს დადებას, მაგრამ „შავმა ლომმა“ დაცვაში კარგად ითამაშა, მეტოქეს იქით შეუტია და ანგარიში ლუკა ცირეკიძის მიერ გატანილი ჯარიმით გახსნა.

მალე ქართულმა გუნდმა ლელოც დადო – თავი აკაკი ტაბუცაძემ გამოიჩინა. ტაიმის ბოლომდე ლუკა ცირეკიძემ კიდევ ერთი ჯარიმის გატანა მოახერხა და პირველი ნახევარი „შავმა ლომმა“  13:0 მოიგო.

მეორე ტაიმი „მონპელიემ“ კვლავ აქტიურად დაიწყო და ამჯერად საწადელსაც მიაღწია – ტაიმის დასაწყისშივე ჯორდან უელესემ ლელო დადო და სხვაობა შეამცირა. მატჩის ბოლომდე ფრანგებმა კიდევ სამი ლელო (მათ შორის ერთი საჯარიმო ლელო) მიითვალეს, საბოლოოდ 24:13 მოიგეს და ბონუსქულაც მოიპოვეს.

„შავი ლომის“ დარჩენილი თამაშების განრიგი ჯგუფურ ეტაპზე:

13 დეკემბერი, 2025, გოლუეი, ირლანდია | „ქონაჰი“ – „შავი ლომი“;

10 იანვარი, 2026 მონტობანი, საფრანგეთი | „მონტობანი“ – „შავი ლომი“;

17 იანვარი, 2026, თბილისი | „შავი ლომი“ – „ძებრე პარმა“.