რაგბი | „შავმა ლომმა“ ჩელენჯ თასზე მეორე შეხვედრა ჩაატარა #1TVSPORT
„შავმა ლომმა“ ჩელენჯ თასის მეორე ტურის შეხვედრა ირლანდიაში „ქონაჰთან“ გამართა.
„ქონაჰი“ – „შავი ლომი“ 52:0
ლელო: ბოილი (3), ბოლტონი (2), ბლეიდი (2), ილლო.
გარდასახვა: გილბერტი (6)
„შავმა „ლომმა“ არსებობის ისტორიაში ალბათ ერთ-ერთი ყველაზე სუსტი მატჩი ჩაატარა. ქართველი მორაგბეები ბევრ შეცდომას უშვებდნენ დაცვაში და არც შეტევაში გამოსდიოდათ რამე, მეტოქემ კი რვა ლელოს დადება მოახერხა და, მოგებასთან ერთად, ბონუსქულაც მოიპოვა.
ეს 2025 წელს „შავი ლომის“ ბოლო თამაში იყო. ჩელენჯ თასზე ასპარეზობას ქართული გუნდი 2026 წლის იანვარიში ფრანგულ „მონტობანთან“ მატჩით განაახლებს.
10 იანვარი, 2026 მონტობანი, საფრანგეთი | „მონტობანი“ – „შავი ლომი“
17 იანვარი, 2026, თბილისი | „შავი ლომი“ – „ძებრე პარმა“