რაგბი | „შავმა ლომმა“ ჩელენჯ თასზე გამოსვლა „ძებრესთან“ მატჩით დაასრულა #1TVSPORT
რაგბი | „შავმა ლომმა“ ჩელენჯ თასზე გამოსვლა „ძებრესთან“ მატჩით დაასრულა #1TVSPORT

ჩელენჯ თასის მეოთხე ტურში „შავი ლომმა“ „ავჭალის სტადიონზე იტალიურ „ძებრეს“ უმასპინძლა, 14:28 დამარცხდა და ჩელენჯ თასზე ასპარეზობა დაასრულა.


შავი ლომი – ძებრე 14:28


შავი ლომი

ლელო: ქვათაძე (2)

გარდასახვა: ცირეკიძე (2)

სინბინი: კაკოვინი

ძებრე

ლელო: პიტინარი, ჰასა, პანი, ჯაკომო და რე

გარდასახვა: ჯაკომო და რე (4)

სინბინი: კანალი, ლოკატელი

ჩელენჯ თასის წინა ტურში საფრანგეთში „მონტობანთან“ მოგების შემდეგ ქართული გუნდი პლეი იფში გასვლის შანსს ინარჩუნდებდა, რისთვისაც „ძებრესთან“ ოთხი ლელოს დადება და ბონუსქულით მოგება ესაჭიროებოდა.

„შავმა ლომმა“ თამაში აქტიურად დაიწყო და მესამე წუთზე ქვათაძის მიერ დადებული ლელოთი (ცირეკიძემ გარდასახა) 7:0 დაწინაურდა. მიღებული ლელოს შემდეგ იტალიელებმა დიდი ძალებით შეუტიეს და ორი ლელოს დადება შეძლეს, ტაიმის ბოლო წუთზე ქვათაძემ დუბლი შეასრულა, გარდასახვისას ცირეკიძე კვლავ ზუსტი იყო და პირველი ტაიმი ფრედ – 14:14 დასრულდა.

მეორე ტაიმში „შავმა ლომმა“ სასურველი შედეგის მისაღწევად ძალები არ დაზოგა, მაგრამ იტალიელებმა კონტრშეტევაზე ორი ლელო დადეს და საბოლოოდ ბონუსქულით გაიმარჯვეს.