რაგბი | „შავმა ლომმა“ ჩელენჯ თასის მეორე ტურის შეხვედრა უელსში გამართა #1TVSPORT
რაგბი | „შავმა ლომმა“ ჩელენჯ თასის მეორე ტურის შეხვედრა უელსში გამართა #1TVSPORT

ჩელენჯ თასის გათამაშებაში მეორე ტურის შეხვედრა „შავმა ლომმა“ სტუმრად უელსში, „სკარლეტსის“ წინააღმდეგ გამართა და 18:36 დამარცხდა.

მეტოქის ხუთი ლელოს (რამაც უელსელებს ბონუსქულა მოუტანა) საპასუხოდ, ქართველმა მორაგბეებმა ორი ლელოს დადება მოახერხეს (ლუკა ივანიშვილი, მიხეილ ბაბუნაშვილი), ამას გარდა მატკავამ ორი ზუსტი საჯარიმო გაიტანა.

შეგახსენებთ, რომ „შავმა ლომმა“ ჩელენჯ თასის პირველ ტურში თბილისში ფრანგული „ვანი“ დაამარცხა და ამჟამად ერთი მოგებითა და ერთი წაგებით ჯგუფში მეოთხე ადგილზეა.

ჩელენჯ თასზე მომდევნო მატჩს „შავი ლომი“ 11 იანვარს თბილისში გამართავს და ფრანგულ კლუბს, „ბაიონას“ უმასპინძლებს.