რაგბი | „შავმა ლომმა“ ჩელენჯ თასის გათამაშებისთვის მზადება დაიწყო - რიჩარდ კოკერილმა შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT
რაგბიში სანაკრებო პაუზის დასრულების შემდეგ „შავი ლომი“ სრული შემადგენლობით შეიკრიბა და ჩელენჯ თასის 2024-25 წლების სეზონისთვის მზადებას შეუდგა.
ქართული ფრენჩაიზი ჩელენჯ თასის პირველ შეხვედრას ფრანგულ „ვანთან“ 7 დეკემბერს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩაატარებს, შეხვედრა 17:00 საათზე დაიწყება.
15 დეკემბერს „შავი ლომი“ უელსში „სკარლეტს“ დაუპირისპირდება, 2025 წლის 11 იანვარს თბილისში კიდევ ერთ ფრანგულ გუნდს, „ბაიონას“ მიიღებს, ხოლო 19 იანვარს შოტლანდიაში „ედინბურგს“ ეთამაშება.
მომავალი თამაშებისთვის „შავი ლომის“ მთავარმა მწვრთნელმა, რიჩარდ კოკერილმა 31-კაციანი შემადგენლობა დაასახელა, რომელთაგან 19 მორკინალი და 12 ხაზის მოთამაშეა.

„შავი ლომის“ შემადგენლობა 2024/25 წლების სეზონში:
შერკინება: დავით აბდუშელიშვილი, კახაბერ დარბაიძე, ვასილ კაკოვინი, შალვა მამუკაშვილი, თენგიზ ზამთარაძე, ირაკლი ქვათაძე, გიორგი ჩხარტიშვილი, ბაჩუკი ჭუმბაძე, ნიკოლოზ ხატიაშვილი, დემურ ეფრემიძე, გიორგი ნიკოლაძე, გუგა ღანიაშვილი, ვლადიმერ ჩაჩანიძე, მიხეილ ბაბუნაშვილი, მიხეილ გაჩეჩილაძე, ლუკა ივანიშვილი, გიორგი სინაურიძე, გიორგი კერვალიშვილი, გიორგი ცუცქირიძე;
ხაზი: თენგიზ პერანიძე, ნოდარ დოლიძე, დავით ხუროშვილი, ლუკა მატკავა, შალვა აფციაური, ალექსანდრე თოდუა, აკაკი ტაბუცაძე, ამირან შვანგირაძე, იოანე მეტრეველი, დემურ თაფლაძე, თორნიკე კახოიძე, ლუკა ცირეკიძე.
შეგახსენებთ, რომ „შავმა ლომმა“ ჩელენჯ თასზე პირველად შარშან ითამაშა. სადებიუტო მატჩში „გლოსტერთან“ 10:15 დამარცხდა, უელსში „სკარლეტსი“ 23:7 დაამარცხა და ტურნირზე პირველი გამარჯვება მოიპოვა. ჯგუფური ეტაპის დასკვნითი ორი მატჩი „შავმა ლომმა“ ფრანგულ „კასტრთან“ (6:28) და „კლერმონთან“ (3:36) წააგო და საბოლოოდ ექვსგუნდიან ჯგუფში მეხუთე ადგილი დაიკავა.