რაგბი | „შავმა ლომმა“ ბრიტანული ტურნეს პირველ მატჩში „ედინბურგი A“ დაამარცხა #1TVSPORT
ქართული ფრანჩაიზი „შავი ლომი“ ბრიტანულ ტურნეში იმყოფება, სადაც პირველი ამხანაგური მატჩი „ედინბურგ A“-სთან გამართა და მეტოქე 47:33 დაამარცხა.
ბრიტანული ტურნეს მეორე მატჩს „შავი ლომი“ 22 მაისს ჩაატარებს – ქართული გუნდის მეტოქე „გლაზგო უორიორსი“ იქნება.
შეგახსენებთ, რომ წლევანდელ ჩელენჯ თასზე „შავი ლომი“ „ედინბურგის“ მთავარ გუნდს ეთამაშა და 15:36 დამარცხდა.