რაგბი | „შავმა ლომმა“ ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო #1TVSPORT

14:01, 12.08.2026

„შავი ლომი“ „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე შეიკრიბა და 2026/27 წლების სეზონისთვის მზადებას შეუდგა.

გუნდი ახალ სეზონს თითქმის განახლებული შემადგენლობით ხვდება. ახალი სეზონიდან „შავ ლომში“ ითამაშებენ კვაჭი შოთა ხელაძე, მესამეხაზელები – ლუკა ნარსია და ოთარ გიორგაძე, ფრთა რომა მახათაძე, მგეზავი დავით იმნაძე, ბურჯები – გიგა კობახიძე, გიორგი მამაიაშვილი და გიორგი ქიმუცაძე, ღერძი თემურ ძოძუაშვილი, მეორეხაზელი დავით არველაძე.

„შავ ლომში“ სამი ლეგონერია – მეორე-მესამეხაზელები მაიკლ ქარი, ჯეიმს ამაანი და სამოის ნაკრების წევრი ლეავასა პოტუ. 30 წლის პოტუს ევროპაში ადრეც უთამაშია – 2021-2022 წლების სეზონში ის იტალიური „ძებრეს“ ღირსებას იცავდა.

ცოტა ხნის წინ გუნდთან კონტრაქტი „ბორჯღალოსანთა“ კვაჭმა, ვახტანგ ჯინჭარაძემ გააფორმა, რომელიც სამშობლოში „მონტობანიდან“ დაბრუნდა. „შავ ლომში“ ითამაშებენ ასევე ვლადიმერ ჩაჩანიძე და გიორგი კვესელაძე, ხოლო მსოფლიო რაგბის ახალგაზრდული ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გუნდს ლეონიდე სალდაძე და ლუკა ტაბატაძე დაემატნენ.

„შავი ლომი“ 12 სექტემბერს თბილისში, „ავჭალაზე“ იტალიურ „ბენეტონთან“ ამხანაგურ თამაშს გამართავს, რის შემდეგაც ინგლისში გაემგზავრება და 18 სექტემბერს ინგლისის ჩემპიონ „ნორთჰემპტონს“ შეხვდება.

ოქტომბრიდან გუნდი ჩელენჯ თასის გათამაშებაში ჩაერთვება და პირველ მატჩს 17 ოქტომბერს თბილისში, უელსურ „ოსფრეიზთან“ გამართავს, მანამდე კი რამდენიმე გასახურებელ შეხვედრას ჩაატარებს.

„შავი ლომის“ შემადგენლობა 2026/27 წლების სეზონში:

შერკინება: ნიკოლოზ ხატიაშვილი, დავით აბდუშელიშვილი, გიგა კობახიძე, გიორგი მამაიაშვილი, გიორგი ქიმუცაძე, გიორგი ჩხარტიშვილი, შოთა ხელაძე, ვახტანგ ჯინჭარაძე, ირაკლი ქვათაძე, მიხეილ ბაბუნაშვილი, დემურ ეფრემიძე, ვლადიმერ ჩაჩანიძე, დავით არველაძე, მაიკლ ქარი, ლეავასა პოტუ, გიორგი ცუცქირიძე, ლაშა ციხისთავი, ლუკა ნარსია, ოთარ გიორგაძე, ჯეიმს ამაანი;

ხაზი: გიორგი სპანდერაშვილი, თემურ ძოძუაშვილი, დავით იმნაძე, ლუკა ცირეკიძე, ლუკა თაყაიშვილი, გიორგი კვესელაძე, თორნიკე კახოიძე, დემურ თაფლაძე, აკაკი ტაბუცაძე, რომან მახათაძე, ოთარ მეტრეველი, ლუკა ტაბატაძე, ლეონიდე სალდაძე.

მსგავსი