რაგბი | „შავი ლომი“ „ტოიოტა ჩელენჯის“ პირველ მატჩს „აირლინკ პუმასთან“ გამართავს - სამწვრთნელო შტაბმა 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT
რაგბი | „შავი ლომი“ „ტოიოტა ჩელენჯის“ პირველ მატჩს „აირლინკ პუმასთან“ გამართავს - სამწვრთნელო შტაბმა 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT

„შავი ლომი“ სამხრეთ აფრიკაში იმყოფება, სადაც „ტოიოტა ჩელენჯის“ ტურნირში მიიღებს მონაწილეობას. ქართული გუნდი პირველ მატჩს 5 ივნისს „აირლინკ პუმასთან“ გამართავს – შეხვედრა 15:30 საათზე დაიწყება.

„შავი ლომის“ სამწვრთნელო შტაბმა მატჩისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა, რომელშიც სამი დებიუტანტია – „არმიის“ სამხრეთაფრიკელი მგეზავი მერლს პიტერსი, „აიას“ მესამეხაზელი ოთარ გიორგაძე და „ბათუმის“ კაპიტანი, ასევე მესამეხაზელი ვანო ფუტკარაძე.

„ტოიოტა ჩელენჯი“ წელს განახლებული ფორმატით ტარდება. მასში ექვსი გუნდი მონაწილეობს, თითო სათამაშო დღეს სამი შეხვედრა გაიმართება. ტურნირში სამი სამხრეთაფრიკული („აირლინკ პუმასი“, „სუზუკი გრიქასი“, „ტოიოტა ჩიტასი“) და სამი ევროპული გუნდი („შავი ლომი“, პორტუგალიის ნაკრები, რუმინეთის A ნაკრები) მონაწილეობს.

წელს პირველად „ტოიოტა ჩელენჯი“ ორ წრედ გაიმართება – მეორე წრის შეხვდრებს შემოდგომაზე საქართველო უმასპინძლებს.

„შავი ლომის“ შემადგენლობა „აირლინკ პუმასთან“:

ხაზი: 15. ლუკა ცირეკიძე, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. დემურ თაფლაძე, 12. თორნიკე კახოიძე, 11. რომა მახათაძე, 10. მერლს პიტერსი, 9. თენგიზ პერანიძე;

შერკინება: 1. დავით აბდუშელიშვილი, 2. ირაკლი ქვათაძე, 3. კახაბერ დარბაიძე, 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (კაპ.), 5. დემურ ეფრემიძე, 6. ლაშა ციხისთავი, 7. ოთია გიორგაძე, 8. გიორგი სინაურიძე.

სათადარიგოები: 16. თამაზ ჭამიაშვილი, 17. გიგა კობახიძე, 18. ნიკოლოზ ხატიაშვილი, 19. გუგა ღანიაშვილი, 20. გიორგი კერვალიშვილი, 21. ვანო ფუტკარაძე; 22. გიორგი სპანდერაშვილი, 23. ზაურ ლუტიძე.

5 ივნისი

„აირლინკ პუმასი“ – „შავი ლომი“ (15:30)

„სუზუკი გრიქასი“ – რუმინეთი A (17:30)

„ტოიოტა ჩიტასი“ – პორტუგალია (20:00)

10 ივნისი

„სუზუკი გრიქასი“ – „შავი ლომი“ (15:30)

„აირლინკ პუმასი“ – პორტუგალია (17:30)

„ტოიოტა ჩიტასი“ – რუმინეთი A (20:00)

14 ივნისი

„სუზუკი გრიქასი“ – პორტუგალია (14:00)

„აირლინკ პუმასი“ – რუმინეთი A (16:00)

„ტოიოტა ჩიტასი“ – „შავი ლომი“ (18:30)