რაგბი | „შავი ლომი“ „ტოიოტა ჩელენჯის“ მეორე ტურში სამხრეთ აფრიკის მოქმედ ჩემპიონს ეთამაშება - მწვრთნელებმა შემადგენლობა დაასახელეს #1TVSPORT
10 ივნისს „ტოიოტა ჩელენჯზე“, „შავი ლომი“ ბლუმფონტეინში სამხრეთ აფრიკის მოქმედ ჩემპიონს, „სუზუკი გრიქასს“ ეთამაშება. მატჩი „ტოიოტა სთედიუმზე“ საქართველოს დროით 15:30 საათზე დაიწყება.
„სუზუკი გრიქასთან“ მატჩისთვის „შავი ლომის“ სამწვრთნელო შტაბმა შემადგენლობა დაასახელა. გასული მატჩის შემდეგ სასტარტო შემადგენლობაში ადგილი მხოლოდ მერლს პიტერსმა, ლაშა ციხისთავმა და გიორგი სინაურიძემ შეინარჩუნეს.
„შავი ლომის“ 23-კაციან განაცხადში რამდენიმე დებიუტანტია – ბაჩანა მონიავა, შოთა ხელაძე, ბაჩუკი ბარათაშვილი, მიხეილ ყაჩლავაშვილი და გიორგი ფრუიძე.
„შავი ლომის“ შემადგენლობა „სუზუკი გრიქასთან“:
ხაზი: 15. სანდრო თოდუა, 14. შალვა აფციაური, 13. ბაჩანა მონიავა, 12. ზაურ ლუტიძე, 11. ამირან შვანგირაძე, 10. მერლს პიტერსი, 9. გიორგი სპანდერაშვილი;
შერკინება: 1. გიგა კობახიძე, 2. თამაზ ჭამიაშვილი, 3. ნიკოლოზ ხატიაშვილი, 4. გუგა ღანიაშვილი, 5. გიორგი ნიკოლაძე, 6. ლაშა ციხისთავი (კაპ.), 7. გიორგი კერვალიშვილი, 8. გიორგი სინაურიძე.
სათადარიგოები: 16. შოთა ხელაძე, 17. ბაჩუკი ბარათაშვილი, 18. ბადრი ციხისთავი, 19. მიხეილ ბაბუნაშვილი, 20. გიორგი ცუცქირიძე; 21. მიხეილ ყაჩლავაშვილი, 22. გიორგი ფრუიძე, 23. ლუკა ცირეკიძე.
პირველი ტურის მატჩში „შავმა ლომმა“ „აირლინკ პუმასი“ 46:36 დაამარცხა, „გრიქასმა“ კი რუმინეთის A ნაკრებს 35:20 სძლია.