რაგბი | „შავი ლომი“ „თბილისის თასზე“ პირველ მატჩს „გრიქასთან“ გამართავს – შემადგენლობა ცნობილია #1TVSPORT
24 სექტემბრიდან 4 ოქტომბრის ჩათვლით, თბილისში, „ავჭალის“ სარაგბო სტადიონზე, სარაგბო ტურნირი „თბილისის თასი“ გაიმართება, რომელიშიც „შავი ლომიც“ მიიღებს მონაწილეობას.
„თბილისის თასი“ „ტოიოტა ჩელენჯის“ მეორე ეტაპია, რომლის პირველ ეტაპსაც ივნისში სამხრეთ აფრიკამ უმასპინძლა. თბილისის თასის მატჩები 24-29 სექტემბერს და 4 ოქტომბერს ჩატარდება.
განრიგის მიხედვით „ავჭალის“ სტადიონზე დღეში სამი მატჩია დაგეგმილი, რომლების 14:00, 17:00 და 20:00 საათზე დაიწყება. პირველ ადგილზე გასულ გუნდს მთავრი პრიზი, „თბილისის თასი“ გადაეცემა.
„შავი ლომი“ და კიდევ ორი ევროპული გუნდი – პორტუგალიური „ლუზიტანუში“ და ესპანური „იბერიანსი“, სამხრეთ აფრიკის ჩემპიონატის სამ მოწინავე გუნდს – „სუზუკი გრიქასს“, „აირლინკ პუმასს“ და „ტოიოტა ჩიტასს“ ეთამაშება.
პირველ სათამაშო დღის განრიგი:
14:00 | „აირლინკ პუმასი“ „იბერიანსი“
17:00 | „ტოიოტა ჩიტასი“ – „ლუზიტანუშს“
20:00 | „შავი ლომი“ – „სუზუკი გრიქასი“
„გრიქასთან„ შეხვედრისთვის „შავი ლომის“ სამწვრთნელო შტაბმა, პიერ-ანრი ბრონკანის ხელმძღვანელობით, შემადგენლობა დაასახელა:
ხაზი: 15. ლუკა ცირეკიძე, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. ლუკა ტაბატაძე, 12. თორნიკე კახოიძე, 11. ოთარ მეტრეველი, 10. დავით იმნაძე, 9. გიორგი სპანდერაშვილი;
შერკინება: 1. დათო აბდუშელიშვილი, 2. ირაკლი ქვათაძე, 3. ნიკოლოზ ხატიაშვილი, 4. ვლადიმერ ჩაჩანიძე, 5. მაიკლ ქარი, 6. ლუკა ნარსია, 7. ლაშა ციხისთავი (კაპ.), 8. ლეავასა პოტუ.
სათადარიგოები: 16. ვახტანგ ჯინჭარაძე, 17. გიორგი მამაიაშვილი, 18. გიორგი ქიმუცაძე, 19. მიხეილ ბაბუნაშვილი, 20. დემურ ეფრემიძე, 21. ოთარ გიორგაძე; 22. თემურ ძოძუაშვილი, 23. დემეტრე დევდარიანი.
29 სექტემბერი
14:00 | „ჩიტასი“ – „იბერიანსი“;
17:00 | „შავი ლომი“ – „პუმასი“;
20:00 | „გრიქასი“ – „ლუზიტანუში“;
4 ოქტომბერი
14:00 | „პუმასი“ – „ლუზიტანუში“;
17:00 | „გრიქასი“ – „იბერიანსი“;
20:00 | „შავი ლომი“ – „ჩიტასი“.