რაგბი | „შავი ლომი“ შოტლანდიურ ტურნეში პირველ მატჩს გამართავს - კოკერილმა შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT
ქართული ფრენჩაიზი „შავი ლომი“ ბრიტანულ ტურნეში გაემგზავრა, სადაც 17 მაისს, 16:00 საათზე, პირველ ამხანაგურ მატჩს „ედინბურგი A“-ს წინააღმდეგ გამართავს.
„შავი ლომის“ მთავარმა მწვრთნელმა, რიჩარდ კოკერილმა ამ მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა. მხარეთა შეთანხმებით, შეხვედრაში მონაწილეობას ტურნეში მყოფი 30-ივე მორაგბე მიიღებს.
„ედინბურგთან“ მატჩის გარდა, „შავი ლომი“ შოტლანდიაში კიდევ ერთ შეხვედრას 22 მაისს, „გლაზგო უორიორსთან“ ჩაატარებს.
შეგახსენებთ, რომ წლევანდელ ჩელენჯ თასზე „შავი ლომი“ „ედინბურგის“ მთავარ გუნდს ეთამაშა და 15:36 დამარცხდა.
„შავი ლომის“ შემადგენლობა:
ხაზი: 15. შალვა აფციაური, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. დემურ თაფლაძე, 12. ზაურ ლუტიძე, 11. ალექსანდრე თოდუა, 10. ლუკა ცირეკიძე, 9. თენგიზ პერანიძე;
შერკინება: 1. ნიკოლოზ ხატიაშვილი, 2. ირაკლი ქვათაძე, 3. ბაჩუკი ჭუმბაძე, 4. მიხეილ ბაბუნაშვილი, 5. ვლადიმერ ჩაჩანიძე, 6. ლუკა ივანიშვილი (კაპ.), 7. გიორგი კერვალიშვილი, 8. გიორგი სინაურიძე.
მარქაფა: დათო აბდუშელიშვილი, ვასილ კაკოვინი, თენგიზ ზამთარაძე, შალვა მამუკაშვილი, თამაზ ჭამიაშვილი, კახაბერ დარბაიძე, დემურ ეფრემიძე, გიორგი ნიკოლაძე, გუგა ღანიაშვილი; ნოდარ დოლიძე, დავით ხუროშვილი, გიორგი ბაბუნაშვილი, გელა ხელაძე, ამირან შვანგირაძე, ოთარ მეტრეველი.