რაგბი | „შავი ლომი“ შემოდგომაზე იტალიურ ტურნეში გაემგზავრება #1TVSPORT
რაგბი | „შავი ლომი“ შემოდგომაზე იტალიურ ტურნეში გაემგზავრება #1TVSPORT

პირველი ქართული ფრენჩაიზი „შავი ლომი“ შემოდგომაზე იტალიაში გაემგზავრება და იქაურ კლუბებთან ორ ტესტმატჩს გამართავს.

ქართველი მორაგბეები 6 სექტემბერს – „ზებრეს“, ხოლო 12 სექტემბერს „ბენეტონს“ დაუპირისპირდებიან.

შეგახსენებთ, რომ მაისში „შავი ლომი“ ბრიტანულ ტურნეზე იმყოფებოდა, სადაც ორი მატჩი გამართა და ორივე მოიგო – 47:33 სძლია „ედინბურგს“, ხოლო „გლაზგო უორიორსი“ 26:14 დაამარცხა.