რაგბი | „შავი ლომი“ საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების მოთამაშეებით გაძლიერდა #1TVSPORT
„შავმა ლომმა“ ახალი სეზონისთვის კიდევ ორი მორაგბე დაიმატა – გუნდში საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების წევრები ლუკა ტაბატაძე და ლეონიდე სალდაძე ითამაშებენ.
ახალი სეზონიდან „შავი ლომის“ ღირსებას ასევე დაიცავენ ლუკა ნარსია, თემურ ძოძუაშვილი, გიგა კობახიძე, შოთა ხელაძე, ოთარ გიორგაძე, რომა მახათძე, დავით იმნაძე, გიორგი ქიმუცაძე, გიორგი მამაიაშვილი და დავით არველაძე.
ქართველების გარდა, გუნდში ორი ახალზელანდიელი – მაიკლ კარი და ამაანი ვერკო-აოიონი ჩაირიცხნენ.
„შავი ლომი“ წელს ჩელენჯ თასზე ზედიზედ მეოთხედ ითამაშებს. ქართული გუნდი მესამე ჯგუფში მოხვდა, სადაც მასთან ერთად „ტულონი“ (საფრანგეთი), „ვანი“ (საფრანგეთი), „ჰარლიქვინზი“ (ინგლისი), „ედინბურგი“ (შოტლანდია) და „ოსფრიზი“ (უელსი) იასპარეზებენ.
„შავი ლომის“ თამაშების განრიგი:
17 ოქტომბერი, 2026 | „შავი ლომი“ – „ოსფრიზი“ (უელსი);
12 დეკემბერი, 2026 | „ტულონი“ (საფრანგეთი) – „შავი ლომი“;
10 იანვარი, 2027 | „ვანი“ (საფრანგეთი) – „შავი ლომი“;
17 იანვარი, 2027 | „შავი ლომი“ – „ედინბურგი“ (შოტლანდია).