რაგბი | „შავი ლომი“ სამხრეთაფრიკულ ტურნეში მესამე მატჩს „ტოიოტა ჩიტასთან“ ჩაატარებს - სამწვრთნელო შტაბმა შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT
სამხრეთ აფრიკაში მყოფი „შავი ლომი“ „ტოიოტა ჩელენჯის“ მესამე ტურის მატჩს მასპინძელ „ტოიოტა ჩიტასთან“ 14 ივნისს, 18:30 საათზე გამართავს.
ქართული გუნდის სამწვრთნელო შტაბმა ამ თამაშისთვის შემადგენლობა დაასახელა.
„ტოიოტა ჩიტასმა“ ტურნირზე ჩატარებული ორი თამაში დიდი უპირატესობით მოიგო – პორტუგალიურ „ლუზიტანუშთან“ 54:24, ხოლო რუმინეთის A ნაკრებთან – 47:14. „შავმა ლომმა“ პირველ ტურში „აირლინკ პუმასს“ 46:36 სძლია, მეორეში კი, „სუზუკი გრიქასსთნ“ 21:56 დამარცხდა.
აქამდე „შავი ლომი“ და ტოიოტა ჩიტასი“ ამ ტურნირის ფარგლებში ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს – ერთხელ ქართველებმა 39:38 მოიგეს, ერთხელაც მასპინძლებმა – 24:5.
„შავი ლომის“ შემადგენლობა:
ხაზი: 15. ლუკა ცირეკიძე, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. სანდრო თოდუა, 12. თორნიკე კახოიძე, 11. რომა მახათაძე, 10. მერლს პიტერსი, 9. თენგიზ პერანიძე;
შერკინება: 1. დავით აბდუშელიშვილი, 2. ირაკლი ქვათაძე, 3. კახაბერ დარბაიძე, 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (კაპ.), 5. დემურ ეფრემიძე, 6. ლაშა ციხისთავი, 7. გიორგი ცუცქირიძე, 8. გიორგი სინაურიძე;
სათდარიგოები: 16. შოთა ხელაძე, 17. გიგა კობახიძე, 18. ნიკოლოზ ხატიაშვილი, 19. გუგა ღანიაშვილი, 20. ოთარ გიორგაძე, 21. გიორგი კერვალიშვილი; 22. გიორგი სპანდერაშვილი, 23. გიორგი ფრუიძე;
მთავარი მწვრთნელი: მარკო ბორტოლამი.
2026 წლის შემოდგომაზე, სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე „ტოიოტა ჩელენჯის“ მონაწილეები თბილისში შეიკრიბებიან და ტურნირის მეორე ეტაპზე იგივე მეტოქეებთან სამ-სამ საპასუხო შეხვედრას გამართავენ.