რაგბი | „შავი ლომი“ სამხრეთ აფრიკის ტურნეში მიემგზავრება - „ტოიოტა ჩელენჯისთვის“ მწვრთნელებმა შემადგენლობა დაასახელეს #1TVSPORT
რაგბი | „შავი ლომი“ სამხრეთ აფრიკის ტურნეში მიემგზავრება - „ტოიოტა ჩელენჯისთვის“ მწვრთნელებმა შემადგენლობა დაასახელეს #1TVSPORT

„შავი ლომი“ სამხრეთ აფრიკაში მიემგზავრება, სადაც „ტოიოტა ჩელენჯის“ ტურნირში მიიღებს მონაწილეობას – სამწვრთნელო შტაბმა აღნიშნული მატჩებისთვის 34 მოთამაშე შეარჩია.

შემადგენლობაში 19 მორკინალი და 15 ხაზის მოთამაშეა. აფრიკული ტურნესთვის გუნდს რამდენიმე მოთამაშე ქართული კლუბებიდან დაემატა: გიგა კობახიძე, ბაჩუკი ბარათაშვილი, შოთა ხელაძე, ვანო ფუტკარაძე, ოთარ გიორგაძე, მიშო ყაჩლავაშვილი, მერლს პიტერსი, ბაჩანა მონიავა, რომა მახათაძე და გიორგი ფრუიძე.

„შავი ლომი“ „ტოიოტა ჩელენჯის“ ფარგლებში ადგილობრივ გუნდებთან სამ თამაშს გამართავს: 5 ივნისს „აირლინკ პუმასთან“, 10-ში „სუზუკი გრიქასთან“ და 14-ში „ტოიოტა ჩიტასთან“. ამ გუნდების გარდა, ტურნირში პორტუგალისა და რუმინეთის A ნაკრებები ითამაშებენ.

„შავი ლომის“ შემადგენლობა 2026 წლის “ტოიოტა ჩელენჯზე“:

შერკინება: დავით აბდუშელიშვილი, გიგა კობახიძე, ბაჩუკი ბარათაშვილი, ირაკლი ქვათაძე, თამაზ ჭამიაშვილი, შოთა ხელაძე, კახაბერ დარბაიძე, ნიკოლოზ ხატიაშვილი, ბადრი ციხისთავი; მიხეილ ბაბუნაშვილი, დემურ ეფრემიძე, გურამ ღანიაშვილი, გიორგი ნიკოლაძე, ლაშა ციხისთავი, გიორგი კერვალიშვილი, გიორგი ცუცქირიძე, ვანო ფუტკარაძე, ოთია გიორგაძე, გიორგი სინაურიძე;

ხაზი: თენგიზ პერანიძე, მიშო ყაჩლავაშვილი, გიორგი სპანდერაშვილი, მერლს პიტერსი, ბაჩანა მონიავა, რომა მახათაძე, ამირან შვანგირაძე, აკაკი ტაბუცაძე, შალვა აფციაური, თორნიკე კახოიძე, დემურ თაფლაძე, ზაურ ლუტიძე, გიორგი ფრუიძე, ლუკა ცირეკიძე, ალექსანდრე თოდუა.

მთავარი მწვრთნელი: მარკო ბორტოლამი.

ტურნირის კალენდარი:

5 ივნისი

„აირლინკ პუმასი“ – „შავი ლომი“

„სუზუკი გრიქასი“ – რუმინეთი A

„ტოიოტა ჩიტასი“ – პორტუგალია

10 ივნისი

„სუზუკი გრიქასი“ – „შავი ლომი“

„აირლინკ პუმასი“ – პორტუგალია

„ტოიოტა ჩიტასი“ – რუმინეთი A

14 ივნისი

„სუზუკი გრიქასი“ – პორტუგალია

„აირლინკ პუმასი“ – რუმინეთი A

„ტოიოტა ჩიტასი“ – „შავი ლომი“

აღსანიშნავია, რომ 2026 წლის „ტოიოტა ჩელენჯის“ მეორე ეტაპი შემოდგომაზე თბილისში გაიმართება და „შავი ლომი“ კვლავ სამხრეთაფრიკულ გუნდებს შეხვდება.