რაგბი | „შავი ლომი“ სამხრეთ აფრიკაში მიემგზავრება და „ტოიოტა ჩელენჯზე“ სამ მატჩს გამართავს #1TVSPORT
რაგბი | „შავი ლომი“ სამხრეთ აფრიკაში მიემგზავრება და „ტოიოტა ჩელენჯზე“ სამ მატჩს გამართავს #1TVSPORT

„შავი ლომი“ ივნისში სამხრეთაფრიკულ ტურნეში გაემგზავრება და „ტოიოტა ჩელენჯის“ ფარგლებში ადგილობრივ კლუბებთნ სამ თამაშს გამართავს.

აღნიშნულ ტურნირში „შავი ლომი“ 2025 წლის ოქტომბერში „ტოიოტა სთედიუმზე“ „ჩიტასს“ ორჯერ შეხვდა – პირველ მატჩში მასპინძლები 39:38 დაამარცხა, მეორეში კი აფრიკელებმა 24:5 იმარჯვეს.

წლევანდელ გათამაშება განსხვავებული ფორმატით გაიმართება. მასში ექვსი გუნდი მიიღებს მონაწილეობას – სამი სამხრეთაფრიკული და სამი ევროპული. მასპინძელთაგნ „ტოიოტა ჩიტასი“, „აირლინკ პუმასი“ და „სუზუკი გრიქასი“ ითამაშებენ, ევროპელთაგან, „შავი ლომის“ გარდა, პორტუგალიის ნაკრები და რუმინეთის A ნაკრები იქნებიან მიწვეულნი.

მატჩების განრიგი:

5 ივნისი

„აირლინკ პუმასი“ – „შავი ლომი“

„სუზუკი გრიქასი“ – რუმინეთი A

„ტოიოტა ჩიტასი“ – პორტუგალია

10 ივნისი

„სუზუკი გრიქასი“ – „შავი ლომი“

„აირლინკ პუმასი“ – პორტუგალია

„ტოიოტა ჩიტასი“ – რუმინეთი A

14 ივნისი

„სუზუკი გრიქასი“ – პორტუგალია

„აირლინკ პუმასი“ – რუმინეთი A

„ტოიოტა ჩიტასი“ – „შავი ლომი“

აღსანიშნავია, რომ 2026 წლის „ტოიოტა ჩელენჯის“ მეორე ეტაპს ოქტომბერში საქართველო უმასპინძლებს და „შავი ლომი“ სამხრეთაფრიკულ გუნდებთან საპასუხო შეხვედრებს თბილისში გამართავს.