რაგბი | „შავი ლომი“ სამხრეთ აფრიკაში 32 მორაგბით გაემგზავრა #1TVSPORT
„შავი ლომი“ სამხრეთ აფრიკაში გაემგზავრა, სადაც Toyota Chellenge-ის ტურნირზე „ტოიოტა ჩიტასთან“ ორ ტესტ-მატჩს გამართავს.
ბლუმფონტეინში პირველი შეხვედრა 17 ოქტომბერს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება, მეორე კი 26 ოქტომბერს, 17:00 საათზე.
„შავი ლომის“ მთავარმა მწვრთნელმა რიჩარდ კოკერილმა სამხრეთ აფრიკაში გასამართი მატჩებისთვის 32 მორაგბე გამოიძახა, საიდანაც 19 მორკინალი და 13 ხაზის მოთამაშეა.
„შავი ლომის“ შემადგენლობა:
შერკინება: ნიკოლოზ ხატიაშვილი, ვასილ კაკოვინი, დავით აბდუშელიშვილი, შალვა მამუკაშვილი, ირაკლი ქვათაძე, თამაზ ჭამიაშვილი, გიორგი ჩხარტიშვილი, ბადრი ციხისთავი, კახაბერ დარბაიძე, დემურ ეფრემიძე, მიხეილ ბაბუნაშვილი (კაპ.), გიორგი ნიკოლაძე, გიორგი კერვალიშვილი, გურამ ღანიაშვილი, იოსებ გუშარაშვილი, გიორგი სინაურიძე, ლაშა ციხისთავი, გიორგი ცუცქირიძე, სანდრო მამამთავრიშვილი;
ხაზი: თენგიზ პერანიძე, გიორგი სპანდერაშვილი, დავით ხუროშვილი, ლუკა ცირეკიძე, ლაშა მალაღურაძე, თორნიკე კახოიძე, ზაურ ლუტიძე, შალვა აფციაური, ოთარ მეტრეველი, ამირან შვანგირაძე, ალექსანდრე თოდუა, აკაკი ტაბუცაძე, ლუკა თაყაიშვილი.