რაგბი | „შავი ლომი“ იტალიურ ტურნეში მიემგზავრება და ორ ტესტ-მატჩს გამართავს #1TVSPORT
რაგბი | „შავი ლომი“ იტალიურ ტურნეში მიემგზავრება და ორ ტესტ-მატჩს გამართავს #1TVSPORT

ახალი სეზონის დაწყებამდე „შავი ლომი“ იტალიაში გაემგზავრება და ადგილობრივ ფრენჩაიზებთან ამხანაგურ მატჩებს გამართავს.

იტალიური ტურნესთვის მზადება „შავმა ლომმა“ 11 აგვისტიდან დაიწყო, იტალიაში კი გუნდი 4 სექტემბერს გაეგზავრება და ორ თამაშს გამართავს – 6 სექტენბერს „ძებრეს“, 12 სექტემბერს კი „ბენეტონს“ ეთამაშება.

გასული სეზონის შემდეგ „შავი ლომი“ ლადო ჩაჩანიძემ, ლუკა მატკავამ, ბაჩუკი ჭუმბაძემ, ლუკა ივანიშვილმა, თენგიზ ზამთარაძემ, დავით ხუროშვილმა და ნოდარ დოლიძემ დატოვეს.

მათ ნაცვლად გუნდს ზაურ ლუტიძე, ოთარ მეტრეველი, გიორგი სპანდერაშვილი, თამაზ ჭამიაშვილი, ბადრი ციხისთავი, ლაშა ციხისთავი, იოსებ გუშარაშვილი და ლუკა თაყაიშვილი შეუერთდნენ.

იტალიაში გასამგზავრებლად „შავი ლომი“ მთავარმა მწვრთნელმა, რიჩარდ კოკერილმა 30-კაციანი შემადგენლობა დაასახელა, რომელთაგან 18 მორკინალი და 12 ხაზის მოთამაშეა.

„შავი ლომის“ შემადგენლობა:

შერკინება: ნიკოლოზ ხატიაშვილი, ვასილ კაკოვინი, დავით აბდუშელიშვილი, შალვა მამუკაშვილი, ირაკლი ქვათაძე, თამაზ ჭამიაშვილი, გიორგი ჩხარტიშვილი, ბადრი ციხისთავი, კახაბერ დარბაიძე, დემურ ეფრემიძე, მიხეილ ბაბუნაშვილი, გიორგი ნიკოლაძე, გიორგი კერვალიშვილი, გურამ ღანიაშვილი, იოსებ გუშარაშვილი, გიორგი სინაურიძე, ლაშა ციხისთავი, გიორგი ცუცქირიძე.

ხაზი: თენგიზ პერანიძე, გიორგი სპანდერაშვილი, ლუკა ცირეკიძე, თორნიკე კახოიძე, დემურ თაფლაძე, ზაურ ლუტიძე, შალვა აფციაური, ოთარ მეტრეველი, ამირან შვანგირაძე, ალექსანდრე თოდუა, აკაკი ტაბუცაძე, ლუკა თაყაიშვილი.

დეკემბერში „შავი ლომი“ ჩელენჯ თასის გათამაშებაში ჩაერთვება. ქართული გუნდი A ჯგუფში მოხვდა, სადაც მისი მეტოქეები „ოსფრიზი“ (უელსი), „ქონოჰი“ (ირლანდია), „ძებრე პარმა“ (იტალია), „მონპელიე“ (საფრანგეთი) და „მონტობანი“ (საფრანგეთი) იქნებიან.

„შავი ლომის“ თამაშების განრიგი:

6 დეკემბერი, 2025, თბილისი | „შავი ლომი“ – „მონპელიე“;

13 დეკემბერი, 2025, გოლუეი, ირლანდია | „ქონაჰი“ – „შავი ლომი“;

10 იანვარი, 2026 მონტობანი, საფრანგეთი | „მონტობანი“ – „შავი ლომი“;

17 იანვარი, 2026, თბილისი | „შავი ლომი“ – „ძებრე პარმა“.