რაგბი | „შავი ლომი“ ჩელენჯ თასზე პირველ მატჩს 17 ოქტომბერს გამართავს – ახალი სეზონის კალენდარი ცნობილია #1TVSPORT

13:31, 10.07.2026

„შავი ლომი“ წელს ჩელენჯ თასზე ზედიზედ მეოთხედ ითამაშებს. ქართლი გუნდი მესამე ჯგუფში მოხვდა, სადაც მასთან ერთად „ტულონი“ (საფრანგეთი), „ვანი“ (საფრანგეთი), „ჰარლიქვინზი“ (ინგლისი), „ედინბურგი“ (შოტლანდია) და „ოსფრიზი“ (უელსი) ითამაშებენ.

ცნობილი გახდა გათამაშების კალენდარი, რომლის მიხედვითაც, ჩელენჯ თასზე გამოსვლას „შავი ლომი“ 17 ოქტომბერს თბილისში „ოსფრიზთან“ მატჩით გახსნის. განრიგის მიხედვით, ქართული გუნდი ბრიტანელებს თბილისში უმასპინძლებს, ხოლო ფრანგულ კლუბებს სტუმრად ეწვევა.

„შავი ლომის“ თამაშების განრიგი:

17 ოქტომბერი, 2026 | „შავი ლომი“ – „ოსფრიზი“ (უელსი);

12 დეკემბერი, 2026 | „ტულონი“ (საფრანგეთი) – „შავი ლომი“;

10 იანვარი, 2027 | „ვანი“ (საფრანგეთი) – „შავი ლომი“;

17 იანვარი, 2027 | „შავი ლომი“ – „ედინბურგი“ (შოტლანდია).

ჯგუფური ეტაპის შემდეგ ოთხი საუკეთესო გუნდი თამაშს პლეიოფში განაგრძობს.

მსგავსი