რაგბი | „შავი ლომი“ ჩელენჯ თასზე გამოსვლას იწყებს – „ოსფროზთან მატჩისთვის ბრონკანმა შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT

17:39, 16.10.2026

17 ოქტომბერს „შავი ლომი“ ჩელენჯ თასის პირველ მატჩს უელსურ „ოსფრიზთან“ გამართავს – „ავჭალის“ სტადიონზე შეხვედრა 16:00 საათზე დაიწყება.

„შავი ლომის“ მთავარმა მწვრთნელმა, პიერ-ანრი ბრონკანმა ჩელენჯ თასის პირველი მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა.

52 წლის ფრანგი სპეციალისტისთვის ევროთასებზე თამაში სიახლე არ არის, თუმცა „შავი ლომის“ მთავარი მწვრთნელის რანგში ჩელენჯ თასზე ოფიციალური დებიუტი სწორედ „ოსფრიზთან“ ექნება.

2022 წლის შემდეგ „შავ ლომს“ მგეზავი გიორგი ბაბუნაშვილი უბრუნდება. ის თამაშს სასტარტო შემადგენლობაში იწყებს და ღერძზე ახალგაზრდა გიორგი სპანდერაშვილს შეუწყვილდება. 4 ოქტომბერს „ჩიტასთან“ მოგებული მატჩის მსგავსად, ცენტრში თამაშს 19 წლის მორაგბეები – დათა ახვლედიანი და ლუკა ტაბატაძე იწყებენ. ფრთებზე გამოცდილი აკაკი ტაბუცაძე და რომა მახათაძე დადგებიან, ფულბეკი კი ლუკა ცირეკიძე იქნება.

პირველ ხაზში სასტარტო შემადგენლობაში დავით აბდუშელიშვილი, ირაკლი ქვათაძე და ნიკოლოზ ხატიაშვილი იქნებიან; მეორე ხაზში გუნდის კაპიტანი მიხეილ ბაბუნაშვილი და მაიკლ ქარი შეწყვილდებიან, ხოლო მესამე ხაზში, 20 წლის ლუკა ნარსიასთან ერთად, თამაშს ლაშა ციხისთავი და ლეავასე პოტუ იწყებენ.

„ოსფრიზთან“ მატჩში ჩელენჯ თასზე დებიუტი ექნებათ გიორგი ბაბუნაშვილს, გიორგი მამაიაშვილს, ოთარ მეტრეველს, ლუკა ნარსიას, თემურ ძოძუაშვილს, ლუკა ტაბატაძეს, დათა ახვლედიანს და ლეგიონერებს – მაიკლ ქარის და ლეავასე პოტუს.

„შავი ლომის“ შემადგენლობა:

ხაზი: 15. ლუკა ცირეკიძე, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. ლუკა ტაბატაძე, 12. დათა ახვლედიანი, 11. რომა მახათაძე, 10. გიორგი ბაბუნაშვილი, 9. გიორგი სპანდერაშვილი;

შერკინება: 1. დათო აბდუშელიშვილი, 2. ირაკლი ქვათაძე, 3. ნიკოლოზ ხატიაშვილი, 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (კაპ.), 5. მაიკლ ქარი, 6. ლუკა ნარსია, 7. ლაშა ციხისთავი, 8. ლეავასე პოტუ.

მარქაფა: 16. ვახტანგ ჯინჭარაძე, 17. გიორგი მამაიაშვილი, 18. გიორგი ჩხარტიშვილი, 19 ლადო ჩაჩანიძე, 20. სანდრო მამამთავრიშვილი, 21. ოთარ გიორგაძე; 22. თემურ ძოძუაშვილი, 23. ოთარ მეტრეველი.

მსგავსი