რაგბი | „შავი ლომი“ ჩელენჯ თასის მესამე ტურში „მონტობანს“ ეთამაშება - გუნდების შემადგენლობები ცნობილია #1TVSPORT
10 იანვარს „შავი ლომი“ ჩელენჯ თასის მესამე ტურის შეხვედრას საფრანგეთში, TOP 14-ის წარმომადგენელ „მონტობანთან“ გამართავს – შეხვედრა 17:00 საათზე დაიწყება.
„შავ ლომს“ ტრავმების გამო შალვა მამკაშვილი, ნიკოლოზ ხატიაშვილი, სანდრო მამამთავრიშვილი და ამირან შვანგირაძე გამოაკლდნენ.
„კონაჰთან“ ბოლო მატჩის შემდეგ რამდენმე ცვლილებაა. შალვა აფციაურის ნაცვლად სასტარტოში თამაშს სანდრო თოდუა დაიწყებს. შერკინებაში პირველივე წუთებიდან გავლენ მოედანზე ვასილ კაკოვინი და გიორგი ჩხარტიშვილი.
ერთი დებიუტანტია სათადარიგოთა შორის – გიგა კობახიძე „შავი ლომის“ ფორმით პირველ მატჩს ჩაატარებს.
„შავი ლომი“
ხაზი: 15. ლუკა თაყაიშვილი, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. დემურ თაფლაძე, 12. თორნიკე კახოიძე, 11. სანდრო თოდუა, 10. ლუკა ცირეკიძე, 9. თენგიზ პერანიძე.
შერკინება: 1. ვასილ კაკოვინი, 2. ირაკლი ქვათაძე, 3. გიორგი ჩხარტიშვილი, 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (კაპ), 5. დემურ ეფრემიძე, 6. ლაშა ციხისთავი, 7. გიორგი ცუცქირიძე, 8. გიორგი სინაურიძე.
სათდარიგოები: 16. თამაზ ჭამიაშვილი, 17. გიგა კობახიძე, 18. კახაბერ დარბაიძე, 19. გურამ ღანიშვილი, 20. გიორგი კერვალიშვილი, 21. გიორგი სპანდერაშვილი, 22. ზაურ ლუტიძე, 23. შალვა აფციაური.
ასევე ცნობილია „მონტობანის“ შემადგენლობაც, რომლის სასტარტოში თამაშს ნუგზარ სომხიშვილი დაიწყებს.
მონტობანი
ხაზი: 15. სეგუნდო ტუკულეტი, 14. სტეფან აჰმედი. 13. რომენ ფონიკოლა, 12. გიბსონ პოპოალი, 11. ივან რეილაკი, 10. ჟერომ ბოსვიელი, 9. მაელ კასტელი.
შერკინება: 1. ნუგზარ სომხიშვილი, 2. კევინ ფირმინი, 3. ვალენტინ სიმუტოგა, 4. კლემენ ბიტცი, 5. ლუის ბინი, 6. ჟიულ ბუსკე, 7. ვაეა ფიფიტა, 8. ტაირონ ვიიგა (კაპ)
სათდარიგოები: 16. მაისენტ და კოშტა, 17. ლუკას სეიროლი, 18. ვიქტორ მორო, 19. კარლ უილკინსი, 20. მერლინ ლიფლემანი, 21. ჯო პაუელი, 22. საიმონ რენდა, 23 სიონე მაფილეო.
„მონტობანთან“ მატჩის შემდეგ „შავი ლომი“ საქართველოში დაბრუნდება „ძებრე პარმასთან“ თამაშისთვის მოემზადება, რომელიც თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 17 იანვარს გაიმართება და 17:00 საათზე დაიწყება.