რაგბი | „შავი ლომი“ ბრიტანულ ტურნეში მიემგზავრება და ორ მატჩს გამართავს #1TVSPORT
15 მაისს „შავი ლომი“ ბრიტანულ ტურნეში გაემგზავრება და შოტლანდიურ ფრენჩაიზებთან -„ედინბურგ A“-სა და „გლაზგო უორიორსთან“ ამხანაგურ თამაშებს გამართავს.
ქართველი მორაგბეები „ედინბურგს“ – 17 მაისს, ხოლო „გლაზგოს“ 22 მაისს ეთამაშებიან.
„შავი ლომის“ მთავარი მწვრთნელის, რიჩარდ კოკერილის მიერ შერჩეულ 30-კაციან გაფართოებულ შემადგენლობაში 17 მორკინალი და 13 ხაზის მოთამაშეა.
ბრიტანული ტურნესთვის „შავ ლომში“ დაბრუნდა მგეზავი გიორგი ბაბუნაშვილი, რომელიც გუნდში 2021-2022 წლებში თამაშობდა. ახალი სახეები კი მგეზავი გელა ხელაძე („ლელო“), ცენტრი ზაურ ლუტიძე („ხვამლი“) და ფულბეკი ოთარ მეტრეველი („აიას“) არიან.
ტრავმის გამო შოტლანდიაში გიორგი ჩხარტიშვილი, იოანე მეტრეველი და თორნიკე კახოიძე ვერ მიემგზავრებიან.
„შავი ლომის“ შემადგენლობა:
შერკინება: ნიკოლოზ ხატიაშვილი, დათო აბდუშელიშვილი, ვასილ კაკოვინი, თენგიზ ზამთარაძე, შალვა მამუკაშვილი, ირაკლი ქვათაძე, ბაჩუკი ჭუმბაძე, კახაბერ დარბაიძე, ვლადიმერ ჩაჩანიძე, მიხეილ ბაბუნაშვილი, დემურ ეფრემიძე, გიორგი ნიკოლაძე, გუგა ღანიაშვილი, გიორგი სინაურიძე, გიორგი კერვალიშვილი, გიორგი ცუცქირიძე, ლუკა ივანიშვილი;
ხაზი: ნოდარ დოლიძე, დავით ხუროშვილი, თენგიზ პერანიძე, გიორგი ბაბუნაშვილი, გელა ხელაძე, დემურ თაფლაძე, ზაურ ლუტიძე, შალვა აფციაური, ალექსანდრე თოდუა, აკაკი ტაბუცაძე, ამირან შვანგირაძე, ლუკა ცირეკიძე, ოთარ მეტრეველი.
შეგახსენებთ, რომ წლევანდელ ჩელენჯ თასზე „შავი ლომი“ „ედინბურგს“ სტუმრად ეთამაშა 15:36 დამარცხდა.