რაგბი | „შავი ლომი“ ბრიტანულ ტურნეში გაემგზავრება და ორ ტესტმატჩს გამართავს #1TVSPORT
რაგბი | „შავი ლომი“ ბრიტანულ ტურნეში გაემგზავრება და ორ ტესტმატჩს გამართავს #1TVSPORT

„შავი ლომი“ 2025 წლის გაზაფხულზე ბრიტანულ ტურნეში გაემგზავრება, სადაც ორ ტესტმატჩს გამართავს.

რიჩარდ კოკერილის გაწვრთნილი გუნდი მაისში შოტლანდიაში გაერთიანებული რაგბის ჩემპიონატის მონაწილე ორ გუნდთან – „ედინბურგსა“ და „გლაზგო უორიორსთან“ ითამაშებს.

რიჩარდ კოკერილი „ედინბურგის“ მთავარი მწვრთნელის პოსტს 4 წლის განმავლობაში (2017-2021) იკავებდა. „შავი ლომი“ შოტლანდიელებს წელს ჩელენჯ თასზე სტუმრად ეთამაშა და 15:36 დამარცხდა.

„ედინბურგსა და გლაზგოში სტუმრობა „შავი ლომის“ განვითარებისთვის შესანიშნავი შესაძლებლობაა. ამასთან, საქართველოს ნაკრების მოთამაშეები ზაფხულის ტესტებამდე კარგ გამოცდილებას მიიღებენ. მსგავსი თამაშები კარგია, რომ ვისწავლოთ და გავიგოთ, სად ვართ და რა შეგვიძლია. მოუთმენლად ველი ამ შეხვედრებს“, – განაცხადა საქართველოს ნაკრებისა და „შავი ლომის“ მთავარმა მწვრთნელმა, რიჩარდ კოკერილმა.