რაგბი | „შავი ლომი“ 12 სექტემბერს „ბენეტონთან“ ამხანაგურ მატჩს თბილისში გამართავს #1TVSPORT
რაგბი | „შავი ლომი“ 12 სექტემბერს „ბენეტონთან“ ამხანაგურ მატჩს თბილისში გამართავს #1TVSPORT

2026 წლის შემოდგომაზე ევროპის პროფესიული საკლუბო რაგბის ტურნირის, ჩელენჯ თასის ახალი სეზონი დაიწყება,  რომელშიც „შავი ლომი“ ზედიზედ მეოთხედ ითამაშებს.

ჩელენჯ თასის პირველ მატჩს ქართული გუნდი 16-18 ოქტომბერს გამართავს, მანამდე კი თბილისს იტალიური „ბენეტონი“ ეწვევა და მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში „შავ ლომთან“ ამხანაგურ თამაშს ჩაატარებს – შეხვედრა 12 სექტემბერს, „ავჭალის“ სტადიონზე 20:00 საათზე დაიწყება.

„შავი ლომი“ „ბენეტონს“ შარშან სექტემბერში, იტალიური ტურნეს დროს შეხვდა. დაძაბული შეხვედრის პირველი ტაიმი ჩვენმა გუნდმა 10:7 მოიგო, თუმცა საბოლოოდ 15:22 დამარცხდა.