რაგბი | სერგო აბრამიშვილის ლელო „სტად ფრანსეს“ მოგებაში დაეხმარა [ვიდეო] #1TVSPORT

საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის პირველი დივიზიონის (TOP 14) მე-13 ტურის მატჩში, „სტად ფრანსემ“ სტუმრად 30:26 დაამარცხა „ბორდო“. „სტად ფრანსეს“ ქართველმა ლეგიონერმა სერგო აბრამიშვილმა კი ლელოს დადება მოახერხა და გამარჯვებაში თავისი წვლილი შეიტანა.

პირველი ტაიმი „ბორდოს“ უპირატესობით წარიმართა, მასპინძლები 31-ე წუთისთვის 21:6 დაწინაურდნენ და სწორედ ამ დროს მოახერხა აბრამიშვილმა ლელოს დადება და ანგარიშის შემცირება.

ამ მოგების შემდეგ „სტად ფრანსემ“ 37 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა, ლიდერ „რასინგს“, რომელსაც ერთი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული, სამი ქულით ჩამორჩება.

სერგო აბრამიშვილმა მიმდინარე სეზონში საფრანგეთის ჩემპიონატში მეორე ლელო დადო.