რაგბი | საქართვევლოს 20-წლამდელთა ნაკრებმა სამხრეთ აფრიკასთან პირველი მატჩი გამართა #1TVSPORT
საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა პირველი საკონტროლო მატჩი გამართა საქართველოში სტუმრად მყოფ სამხრეთ აფრიკის ნაკრებთან.
რუსთავში, „ხარები არენაზე“ გამართული მატჩი სტუმართა გამარჯვებით დასრულდა – 35:0. სტუმრებმა პირველ ტაიმში ხუთი ლელო დადეს, ხუთივე გარდასახეს, მეორე ნახევარი კი 0:0 დასრულდა.
20-წლამდელთა მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან მატჩების სერია მოსამზადებელი ეტაპია მომავალი მსოფლიო თასისთვის, რომელიც ზაფხულში საქართველოში გაიმართება.
სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით, უმცროსმა „ბორჯღალოსნებმა“ შეხვედრა ორი შემადგენლობით ჩაატარეს, მწვრთნელები თავის გამოჩენის შესაძლებლობას შეკრებაზე მყოფ ყველა მორაგბეს აძლევენ.
საქართველოსა და სამხრეთ აფრიკის ნაკრებები კიდევ ერთ საკონტროლო შეხვედრას 27 თებერვალს გამართავენ – მატჩი თბილისში, „ლელო არენაზე“ 15:00 საათზე დაიწყება.