რაგბი | საქართველოს ნაკრებმა ზაფხულის ტესტმატჩებისთვის მზადება დაიწყო #1TVSPORT
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ივლისის ტესტმატჩებისთვის მზადება დაიწყო. 5 ივლისს „ბორჯღალოსნები“ თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ირლანდიის ნაკრებს დაუპრისპირდებიან.
მომავალ მატჩებთან დაკავშირებით კომენტარი აკაკი ტაბუცაძემ და ლუკა ივანიშვილმა გააკეთეს.
აკაკი ტაბუცაძე: „დღეიდან ივლისის ტესტებისთვის ვემზადებით. რთულ მეტოქეებთან გვაქვს თამაში და მზად უნდა ვიყოთ. ირლანდიის ნაკრები ძალიან ძლიერი მეტოქეა – მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. ვეცდებით, მოსამზადებელი დრო მაქსილალურად გამოვიყენოთ, რათა საუკეთესო თამაში ვაჩვენოთ.
გულშემატკვირის ფაქტორი გადამწყვეტი იქნება, მათ გარეშე თამაში ჩვენთვის წარმოუდგენელია, რადგან სავსე ტრიბუნები ძალას გვმატებს. კარგი თამაში ქომაგებთან ერთად უფრო სასიამოვნო აღსანიშნი იქნება“.

ლუკა ივანიშვილი: „მზადებას, ძირითადად, „შავი ლომის“ მორაგბეებით შევუდექით, მოგვიანებით ლეგიონერებიც შემოგვიერთდებიან.
ვიცით, ირლანდია რა დონის გუნდია, მსოფლიო რეიტინგში მესამე ადგილზეა და ამით ყველაფერი ნათქვამია.
ამ შეხვედრაში ქომაგების ფაქტორი მნიშვნელოვანი იქნება, რადგან მათი მხარდაჭერა ჩვენთვის მნიშვნელოვანია“.
ირლანდიასთან შეხვედრის შემდეგ საქართველოს ნაკრები სამხრეთ აფრიკაში გაემგზავრება, სადაც 12 ივლისს ბლუმფონტეინის „ჩიტაზს“ დაუპირისპირდება, ხოლო 19 ივლისს – მსოფლიო თასის მფლობელ სამხრეთ აფრიკას.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
შერკინება: ნიკა აბულაძე („მონპელიე“), გიორგი ახლაძე („კლერმონი“), დავით აბდუშელიშვილი („შავი ლომი“), ვანო კარკაძე („ოიონა“), ირაკლი ქვათაძე („შავი ლომი“), ვახტანგ ჯინჭარაძე („მონტობანი“), ირაკლი აფციაური („ლიონი“), ალექსანდრე ქუნთელია („ლა როშელი“), ბექა გიგაშვილი („ტულონი“), ბაჩუკი ჭუმბაძე („შავი ლომი“), მიხეილ ბაბუნაშვილი („შავი ლომი“), გიორგი ჯავახია („გრენობლი“), ლადო ჩაჩანიძე („მონ დე მარსანი“), გურამ ღანიაშვილი („შავი ლომი“), ბექა საღინაძე („ლიონი“), ლუკა ივანიშვილი („შავი ლომი“), თორნიკე ჯალაღონია („პროვანსი“), ილია სპანდერაშვილი („ვალანსი“), გიორგი ცუცუქირიძე („შავი ლომი“), გიორგი სინაურიძე („აია“).
ხაზი: ვასილ ლობჟანიძე („ოიონა“), მიხეილ ალანია („ორიაკი“), თენგიზ პერანიძე („შავი ლომი“), ლუკა მატკავა („კასტრი“), თედო აბჟანდაძე („ორიაკი“), გიორგი კვესელაძე („გრენობლი“), დემურ თაფლაძე („შავი ლომი“), თორნიკე კახოიძე („შავი ლომი“), გიორგი ხაინდრავა („ბორდო“), ალექსანდრე თოდუა („შავი ლომი“), აკაკი ტაბუცაძე („შავი ლომი“), შალვა აფციაური („შავი ლომი“), დავით ნინიაშვილი („ლა როშელი“), დაჩი პაპუნაშვილი („ორიაკი“), ლუკა ცირეკიძე („შავი ლომი“).