რაგბი | საქართველოს ნაკრებმა ზაფხულის ტესტმატჩების სერია სამხრეთ აფრიკასთან მატჩით დაასრულა #1TVSPORT
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ზაფხულის ტესტების ბოლო მატჩი მბომბელაში სამხრეთ აფრიკასთან გამართა და 10:55 დამარცხდა.
სამხრეთ აფრიკა – საქართველო 55:10
სამხრეთ აფრიკა (55)
ლელო: ვენტერი, მ. ვან დერ მერვე (2), მუდი, ე. ვან დერ მერვე (2), ვილემსე, კურტ-ლი არენდსე, პოლარდი
გარდასახვა: ფეინბერგ-ინგომეზულუ, პოლარდი (4)
საქართველო (10)
ლელო: კარკაძე
გარდასახვა: მატკავა
ჯარიმა: მატკავა
ანგარიში მესამე წუთზე ვანო კარკაძის მიერ დადებული ლელოთი და მატკავას მიერ ზუსტად შესრულებული გარდასხვით „ბორჯღალოსნებმა“ გახსნეს, მაგრამ მასპინძლებმა მალევე შეძლეს სხვაობის შემცირება – ლელოთი თავი ვენტერმა გამოიჩინა.
ტაიმის ბოლომდე სამხრეთაფრიკელებმა კიდევ სამჯერ მოახერხეს ლელოს დადება, „ბორჯღალოსნებმა“ კი ერთი ზუსტი საჯარიმო დარტყმა შეასრულეს და ტაიმი მასპინძლებმა 22:10 მოიგეს.
მეორე ტაიმში „ბოკეს“ უპირატესობა კიდევ უფრო გაიზარდა. „ბორჯღალოსნებს“ უფრო დიდი ძალისხმევა დაცვაში თამაშის დროს უწევდათ და შეტევაში ბევრი არაფერი გამოსდიოდათ, სამხრეთაფრიკელებმა კი კიდევ ხუთი ლელო დადეს და საბოლოოდ, მატჩი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონისა და რეიტინგის პირველი ნომრის გამარჯვებით დასრულდა.