რაგბი | საქართველოს ნაკრებმა შვეიცარია ბონუს-ქულით დაამარცხა #1TVSPORT
რაგბი | საქართველოს ნაკრებმა შვეიცარია ბონუს-ქულით დაამარცხა #1TVSPORT

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველი ტურის შეხვედრა შვეიცარიის ნაკრებთან ქალაქ ივერდონში გამართა და მეტოქე 54:3 დაამარცხა.


შვეიცარია – საქართველო 3:54


შვეიცარია

ჯარიმა – პორშერი

საქართველო

ლელო – მეტრეველი, ტაბუცაძე, ჯავახია, ჯალაღონია (2), თაფლაძე (2), აბჟანდაძე

გარდასახვა – მატკავა (7)

ეს მატჩი საქართველოს ნაკრებში მეასე იყო ვასილ ლობჟანიძისთვის, რომელიც საქართველოს ნაკრების მერვე „ცენტურიონი“ გახდა დავით კაჭარავას (122), სანდრო თოდუას (122), მერაბ კვირიკაშვილის (115), მერაბ შარიქაძის (104), შალვა მამუკაშვილის (103), გიორგი ჩხაიძისა (100) და ლაშა მალაღურაძის (100) შემდეგ.

29 წლის ლობჟანიძე მსოფლიოში მეორე ყველაზე ახალგაზრდა „ცენტურიონია“ – ყველაზე ახალგაზრდა ასაკში ასმატჩიანი ნიშნული ავსტრალიელმა მაიკლ ჰუპერმა გადალახა (28 წლის და 349 დღის).

პირველი ტაიმში საქართველოს ნაკრებმა მხოლოდ ერთი ლელოს დადება მოახერხა – თავი დებიუტანტმა ოთარ მეტრეველმა გამოიჩინა, მატკავამ ლელო ზუსტად გარდასახა. შვეიცარიელებმა სხვაობა ზუსტი საჯარიმო დარტყმით შეამცირეს და ტაიმი „ბორჯღალოსნებმა“ 7:3 მოიგეს.

მატჩის მეორე ნახევარი საქართელოს ნაკრებმა უკეთესად დაიწყი, უპირატესობა მოიპოვა, მეტოქეს შვიდი ლელო დაუდი და საბოლოოდ, ბონუსქულით მოიგო.

მომდევნო მატჩს საქართველოს ნაკრები 15 თებერვალს სტუმრად ნიდერლანდების ნაკრებთან გამართავს.