რაგბი | საქართველოს ნაკრებმა შემოდგომის ტესტმატჩების სერია მოგებით გახსნა - „ბორჯღალოსნებმა“ აშშ-ის ნაკრები დაამარცხეს #1TVSPORT
საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ნოემბრის ტესტმატჩების სერიის პირველი შეხვედრა ბათუმში აშშ-ის ნაკრებთან ჩაატარა და მეტოქე 43:30 დაამარცხა.
საქართველო – აშშ 43:30
საქართველო
ლელო: ქვათაძე, გორგაძე, კვესელაძე (2), ჯაფარიძე, აფრასიძე
გარდასახვა: აბჟანდაძე (5)
ჯარიმა: აბჟანდაძე
აშშ
ლელო: ბესაგი (2), ფირკერი
გარდასახვა: კარტი (3)
ჯარიმა: კარტი (3)
ქართველმა მორაგბეებმა ანგარიში მე-3 წუთზე ირაკლი ქვათაძის მიერ დადებული ლელოთი გახსნეს. ამერიკელებმა ანგარიში მალე გაათანაბრეს, მე-19 წუთისთვის კი 21:7-ს იგებდნენ.
ქართველი მორაგბეები გააქტიურდნენ, გიორგი კვესელაძემ დუბლი შეასრულა, ერთი ლელო ბექა გორგაძემ დადო (თედო აბჟანდაძემ ოთხიდან სამი გარდასახვა ზუსტად შეასრულა) და „ბორჯღალოსნებმა“ პირველი ტაიმი 26:24 მოიგეს.
მეორე ტაიმის დასაწყისში ამერიკელებმა ჯარიმის უფლება მოიპოვეს, ზუსტად შეასრულეს და დაწინაურდნენ. „ბორჯღალოსნებმა“ მალე კიდევ ერთი ლელო დადეს – თავი ლუკა ჯაფარიძემ განმოიჩინა, აბჟანდაძემ ამჯერადაც ზუსტად გარდასახა – 33:27. რამდენიმე წუთში საქართველოს ნაკრების მგეზავმა კიდევ ერთი ჯარიმა დაარტყა ზუსტად და საქართველოს ნაკრების უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა.
შეხვედრის ბოლო წუთზე გელა აფრასიძემ კიდევ ერთი ლელო დადო, აბჟანდაძემ გარდასახვა ამჯერადაც ზუსტად შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 43:30.
ნოემბრის ტესტმატჩების სერიის მომდევნო მატჩს საქართველოს ნაკრები 15 ნოემბერს კვლავ ბათუმში გამართავს – „ბორჯღალოსნების“ მეტოქე კანადის ნაკრები იქნება.