რაგბი | საქართველოს ნაკრებმა მეორე ტესტმატჩიც მოიგო - „ბორჯღალოსნებმა“ კანადა დაამარცხეს #1TVSPORT
საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა შემოდგომის ტესტმატჩების სერიის მეორე შეხვედრაში (პირველში ქართველმა მორაგბეებმა აშშ-ის ნაკრების 43:30 დაამარცხეს) კანადის ნაკრებს ბათუმში უმასპიძლა და 38:17 დაამარცხა.
საქართველო – კანადა 38:17
საქართველო
ლელო: აფციაური (3), თაფლაძე, კვესელაძე, ჯალაღონია
გარდასახვა: აბჟანდაძე (4)
კანადა
ლელო: გალაჰერი, პარი
გარდასახვა: ნელსონი (2)
ჯარიმა: ნელსონი
ქართველმა მორაგბეებმა ანგარიში მატჩის დებიუტში აფციაურის მიერ დადებული ლელოთი გახსნეს, კანადელებმა სხვაობა ზუსტად შესრულებული ჯარიმით შეამცირეს, მაგრამ „ბორჯღალოსნებმა“ ტაიმის ბოლომდე კიდევ ორი ლელოს დადება (თაფლაძე, აფციაური) შეძლეს და შეხვედრის პირველი ნახევარი 17:3 მოიგეს.
მეორე ტაიმმაც ქართველი მორაგბეების უპირატესობით ჩაიარა, რომლებმაც მეტოქის ჩათვლის მოედანში კიდევ სამი ლელო დადეს, აბჟანდაძემ სამივე გარდასახვა ზუსტად შეასრულა.
შეხვედრის ბოლო 10 წუთი საქართველოს ნაკრები მოედანზე 13 მორაგბით დარჩა და კანადელებმა ერთი ლელო დადება შეძლეს.
შემოდგომის ტესტების მესამე მატჩს საქართველოს ნაკრები 22 ნოემბერს თბილისში გამართვს – მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ქართველი მორაგბეები იაპონიას უმასპინძლებენ, შეხვედრა 16:00 საათზე დაიწყება.