რაგბი | საქართველოს ნაკრებმა მეორე მატჩი სამხრეთ აფრიკის „ჩიტაზთან“ ჩაატარა #1TVSPORT
რაგბი | საქართველოს ნაკრებმა მეორე მატჩი სამხრეთ აფრიკის „ჩიტაზთან“ ჩაატარა #1TVSPORT

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა სამხრეთ აფრიკაში ზაფხულის მეორე მატჩი ჩაატარა სამხრეთაფრიკულ „ჩიტაზთან“ და 20:24 დამარცხდა.

„ბორჯღალოსნების“ მთავარმა მწვრთნელმა, რიჩარდ კოკერილმა „ჩიტაზთან“ გუნდი გადახალისებული შემადგენლობა ათამაშა და თავის გამოჩენის შესაძლებლობა მარქაფის მოთამაშეებს მისცა.

მატჩის დასაწყისში მასპინძლებმა ორი ლელო დადეს და 14:0 დაწინაურდნენ. პირვლი ტაიმის მიწურლს შალვა აფციაურმა ერთი ლელო გაქვითა, რომელიც თედო აბჟანდაძემ გარდასახა და „ბორჯღალოსნებმა“ ტაიმი 7:14 წააგეს. მეორე ნახევარში აფციაურმა დუბლი შეასრულა, თედო აბჟანდაძემ გარდასახვას ორი ზუსტი საჯარიმოც მიუმატა და საქართველოს ნაკრები 17:14 დაწინაურდა.

მაგრამ „ჩიტაზმა“ მატჩის ბოლოს კიდევ ერთი ლელოს დადება მოახერხა და საბოლოოდ 24:20 მოიგო.

საქართველოს ნაკრები მომდევნო შეხვედრას 19 ივლისს მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონთან, სამხრეთ აფრიკის ეროვნულ ნაკრებთან ჩაატარებს.