რაგბი | საქართველოს ნაკრებმა კაპიტნის ვარჯიში გამართა #1TVSPORT
რაგბი | საქართველოს ნაკრებმა კაპიტნის ვარჯიში გამართა #1TVSPORT

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალური მატჩისთვის ემზადება – „ბორჯღალოსნები“ 16 მარტს, 16:00 საათზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.

მატჩამდე მასპინძელ სტადიონზე, საქართველოს ნაკრებმა, ტრადიციულად, კაპიტნის ვარჯიში გამართა.

ესპანეთთან გამარჯვების შემთხვევაში „ბორჯღალოსნები“ მიჯრით მერვე, ჯამში კი, მე-17 ტიტულს მოიგებენ.

შეგახსენებთ, რომ რაგბი ევროპის მიმდინარე გათამაშებაში საქართველო ესპანეთს ერთხელ უკვე ეთამაშა და მადრიდში, ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრაში 62:32 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრები:

პირველი ხაზი: ნიკა აბულაძე („მონპელიე“), გიორგი ახალაძე („კლერმონი“), გიორგი მამაიაშვილი („გრენობლი“), ვანო კარკაძე („მონპელიე“), ლუკა ნიორაძე („ორიაკი“), ირაკლი ქვათაძე („შავი ლომი“), ირაკლი აფციაური („ლიონი“), ლუკა ჯაფარიძე („მონპელიე“), ალექსანდრე ქუნთელია („ლა როშელი“);

მეორე ხაზი: მიხეილ ბაბუნაშვილი („შავი ლომი“), ლადო ჩაჩანიძე („შავი ლომი“), გურამ ღანიაშვილი („შავი ლომი“);

მესამე ხაზი: ლუკა ივანიშვილი („შავი ლომი“), ბექა საღინაძე („ლიონი“), ბექა გორგაძე („პო“), გიორგი ცუცქირიძე („შავი ლომი“), ილია სპანდერაშვილი („ვალანსი“), ბექა შვანგირაძე („ლიონი“), თორნიკე ჯალაღონია („პროვანსი“);

ღერძი: ვასილ ლობჟანიძე („ოიონა“), გელა აფრასიძე („პერპინიანი“), მიხეილ ალანია („ორიაკი“), ლუკა მატკავა („შავი ლომი“), ლუკა ცირეკიძე („შავი ლომი“);

ცენტრი: გიორგი კვესელაძე („გრენობლი“), დემურ თაფლაძე („შავი ლომი“), თორნიკე კახოიძე („შავი ლომი“), გიორგი შველიძე („ბრივი“);

ფრთა: სანდრო თოდუა („შავი ლომი“), შალვა აფციაური („შავი ლომი“), აკაკი ტაბუცაძე („შავი ლომი“), ამირან შვანგირაძე („შავი ლომი“);

ფულბეკი: დავით ნინიაშვილი („ლიონი“), დაჩი პაპუნაშვილი („ორიაკი“).